სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 სექსუალური კომპლექსი, რომელიც ცნობილ მამაკაცებს აწუხებს

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მდიდარ, გავლენიან და სექსუალურ მამაკაცებსაც აქვთ გარკვეული შიშები და კომპლექსები, რომლებიც შესაძლოა ცოტა სასაცილოდაც კი ჟღერდეს. ჟურნალმა Cosmopolitan გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ჰოლივუდის ყველაზე სექსუალური მამაკაცების უცნაური კომპლექსების შესახებ წერია.

1. ნაადრევი ეაკულაცია, ანუ შუმახერის კომპლექსი - რეპერ ემინემს ეს პრობლემა სექსუალური ცხოვრების კოშმარად ექცა. იმის გამო, რომ ხანგრძლივი სექსუალური აქტი მისთვის მიუღწეველი სიამოვნებაა, ემინემი გაურბის სერიოზულ ურთიერთობებს. მისი ექს-გოგონა კეისი ალვარესი იხსენებს, რომ რეპერთან ერთ-ერთი სქესობრივი აქტი მხოლოდ 20 წამს გაგრძელდა.
2. სიმსუქნის კომპლექსი - ეს პრობლემა ლეონარდო დი კაპრიოს, ალეკ ბოლდუინსა და ჯონ ტრავოტლას აწუხებს. ისინი კომპლექსდებიან უშნოდ გამოწეული მუცლის გამო, რომელიც ძალიან არასექსუალურია.
3. სიბერის კომპლექსი - ძნელი მისახვედრი არაა, რომ სიბერის შიში ჯეკ ნიკოლსონისთვის ყველაზე დამთრგუნველია, რადგან, ასაკის მიუხედავად, მას სურს ისევ გარყვნილი საყვარლის ტიტულს ფლობდეს.
4. სიდაბლის კომპლექსი - "ყველა ქალი ფიქრობს, რომ თუ კაცი დაბალია, ის არაფრის მაქნისი იქნება ლოგინში და ეს საკმაოდ გავრცელებული სტერეოტიპია" - აღნიშნა ტომ კრუზმა, რომელიც სიდაბლის გამო თავს არასრულფასოვნად თვილს.
5. ქალების შიში - ენტონი ჰოპკინსს ფარული შიში აქვს ქალების მიმართ, სწორედ ამიტომ, ის არასდროს იმყოფება ურთიერთობაში და არც სამომავლოდ აპირებს. ეს შიში ჯიმ ქერისაც აწუხებს, რომელიც აღნიშნავს, რომ ქალებთან ურთიერთობა ყოველთვის კონფლიქტით, გაუგებრობითა და იმედგაცრუებით მთავრდება.
6. დაოჯახების შიში - კიანუ რივზი სკეპტიკურად არის განწყობილი ქალების მიმართ და თვლის, რომ ქალებს მისგან მხოლოდ ფული და პოპულარობა უნდათ, ამიტომ არ აპირებს აუტკივარი თავის ატკიებას და ანგარების სურვილით გაგიჟებულ ქალზე ქორწინებას.
7. კომპლექსი "მე არავის ვჭირდები" - მიკი რურკი საკმაოდ გულახდილად საუბრობს იმის შესახებ, რომ თვითშეფასების დონე საკმაოდ დაბალი აქვს და ამიტომ ხშირად კავდება მასტურბაციით. ის ფიქრობს, რომ სასურველ ქალს შესაძლოა ვერ მოაწონოს თავი.
8. კომპლექსი "მესამე ზედმეტია" - როდესაც ჰიუ გრანტი და ელიზაბეთ ჰარლი ქორწინებაში იმყოფებოდნენ, მსახიობი თავის ცოლს ძაღლის ლოგინზე აყვანას უშლიდა. მას ისიც აღიზიანებდა, როდესაც აქტის დროს ოთახში ლიზის ოთხფეხა მეგობარი იმყოფებოდა.
9. "სულთანის კომპლექსი" - რაც არ უნდა ბევრი ქალი ჰყოლოდათ ჯონი დეპსა და ბრედ პიტს, ისინი მაინც თვლიდნენ, რომ საკუთარი სექსუალური გამოცდილება საკმაოდ ღარიბი იყო. ამიტომ ცდილობდნენ ქალების სიმრავლით გაემდიდრებინათ ის.
10. დაბნეულობის კომპლექსი - მსახიობ რობერტ პატინსონს აშინებს ის ფაქტი, რომ შესაძლოა ოდესმე სექსუალური ორიენტაცია შეიცვალოს და გეი გახდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100