სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯენიფერ ლოპესმა და ალექს როდრიგესმა ნიშნობის ერთი წლისთავი გრანდიოზულად აღნიშნეს

მანამ, სანამ ლათინოამერიკელი ვარსკვლავის ფანები მათი კუმირის, ჯენიფერ ლოპესის ქორწინებას მოუთმენლად ელიან, ამასობაში ჯეი ლომ თავის საქმროსთან, ბეისბოლის მოთამაშე ალექს როდრიგესთან ერთად ნიშნობის ერთი წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა.

სტუმრების სიმრავლის მიუხედავად, წყვილმა წვეულება მხოლოდ ახლობლებისა და მეგობრებისთვის დაგეგმა. ლოპესმა საკუთარ ინსტაგრამზე ატვირთა ფოტოები და დაწერა, რომ ნიშნობის იუბილე 27 სექტემბერს აღნიშნა. წვეულებას ესწრებოდნენ ჯეი ლოს ტყუპები პირველი ქორწინებიდან და როდრიგესის ქალიშვილები. ჯენიფერმა საქმროსთან ნიშნობის წლისთავი თეთრი ულამაზესი კაბით, რომანტიკულ ინტერიერში უამრავ ცნობილ სახესთან ერთად აღნიშნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100