სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"7 მოზარდის გვამი ესვენა ექსპერტიზის ბიუროში" - რა კომენტარს აკეთებენ ექსპერტიზის ბიუროში და რას ამბობენ სასწრაფო დახმარებაში ინტოქსიკაციურ გამოძახებებზე?

მკვლელიმარილიიგივე „მეფედრონი“ ახალი თაობის ნარკოტიკია და მან გუშინ თბილისში 21 წლის გოგონა იმსხვერპლა.

აღნიშნულმა ფსიქოსტიმულატორმა იმსხვერპლა 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც თბილისის ერთ-ერთი ღამის კლუბიდან ღუდუშაურის კლინიკაში 27 აპრილს გადაიყვანეს, სამწუხროდ, ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სოციალურ ქსელში ხალხი აღშფოთებას ვერ მალავს, ბოლო ოთხ დღეში ორი ახალგაზრდის სიკვდილმა საზოგადოება საგონებელში ჩააგდო. ამას ემატება გავცრელებული ინფორმაციები იმის შესახებ, რომ, თითქოს და სავარაუდოდ, უფრო მეტი ახალგაზრდაა გარდაცვლილი და ზუსტი რიცხვის დასახელებას შესაბამისი უწყებები ერიდებიან.

"გთხოვთ გაავრცელოთ და ხალხს შეატყობინოთ. მხოლოდ ბოლო 4 დღის განმავლობაში, თბილისში, უკვე 12 მოზარდი გარდაიცვალა ”კლუბური ნარკოტიკით”. მარტო დღეს 7 მოზარდის გვამი ესვენა ექსპერტიზის ბიუროში. ეს ტრაგედია ყველა ოჯახს შეიძლება დაატყდეს, თუ დაუყოვნებლივ არ შევაჩერებთ. პოლიცია უფლება აყრილი და სრულიად პარალიზებულია. ტელევიზიებიც არ აშუქებენ, რადგან ეს კლუბები უმაღლესი თანამდებობის პირებს ეკუთვნის, ისინი კრიშავენ და ისინი მდიდრდებიან ნარკოტიკების გაყიდვით. ნუ დავტოვებთ ამ ბავშვების მშობლებს მარტო ამ დიდ ბოროტებასთან. კანონის ძალით შური ვიძიოთ ”სიკვდილით მოვაჭრეებზე”. ყველას არ შეუძლია იარაღის ხელში აღება და ბრძოლა თანამდებობაზე მოკალათებულ ნარკომოვაჭრეებთან, ამ ”გალსტუკიან წამლის ბარიგებთან” - წერს „ქართულის დასის“ წევრი ჯონდი ბაღათურია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

დრონი.ჯი ესაუბრა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და ეცადა გადაემოწმებინა ჯონდი ბაღათურიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

„გვამები ჩვენთან სულ შემოჰყავთ, პირველად შემოყვანილ ადამიანზე ჩვენ ვერ ვიტყვით რითია გარდაცვლილი, ხომ უნდა დავადგინოთ მიზეზი? 4 დღის განმავლობაში გიდასტურებთ, რომ ჩვენთან იყვნენ გარდაცვლილები შემოყვანილი, მაგრამ, ვინ რითი არის გარდაცვლილი ამის თქმა არ შემიძლია, იმიტომ რომ ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს კვლევა. კვლევა რომ დასრულდება, ერთი თვე იქნება, ორი თვე, ერი კვირა თუ რაც იქნება ამის შემდეგ, ექსპერტიზის დასკვნა დაიწერება, გადაეგზავნება შესაბამის უწყებას და შემდეგ უკვე გვეცოდინება, რითი არის ესა თუ ის ადამიანი გარდაცვლილი. მე ეხლა როგორ გაგცეთ იმაზე პასუხი, რომ გარდაცვალების მიზეზი კლუბური ნარკოტიკი ან ინტოკსიკაცია იყო“? - განგვიცხადეს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

ჩვენ დავუკავშირდით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტს და ვკითხეთ იყო თუ არა ბოლო ოთხი დღის განმავლობაში გამოძახებები ნარკოტიკულ ინტოქსიკაციაზე?

საწრაფო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ მსგავსი გამოძახება, თან დიდი რაოდენობით, ნამდვილად არ დაფიქსირებულა და ტყუილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუშინ თითქოს 8 ახალგაზრდა გადაიყვანეს საავადმყოფოებში ნარკოტიკული ინტოქსიკაციით. რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათ შესახებ სასწრაფო დახმარებაში ინფორმაცია არ აქვთ, რადგან, მათი თქმით, თუ გარდაცვლილია ადამიანია, მაშინ იქ უკვე ექსპერტ-კრიმინალისტები იწყებენ მუშაობას და სასწრაფოს პრეროგატივა ეს უკვე აღარ არის.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით კი, ბოლო დღეების განმავლობაში მხოლოდ ორი ადამიანია გარდაცვლილი, სიკვდილის გამომწვევ მიზეზებზე კი უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ - სწორედ ამ მცირე კომენტარით შემოიფარგლნენ ჩვენთან შსს.

რაც შეეხება საიტს, საიდანაც ამ სასიკვდილო ფსიქოსტიმულატორის შეძენაა შესაძლებელი, მსახიობი მარიშკა ჯავახაძე, წერს, რომ მანაც კი იცის იმ საიტის მისამართი და შსს-ს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს:

„ნარკოტიკს სრულად ვერ აკრძალავ, არ არსებობს ქვეყანა სადაც არ არის ნარკოტიკი. ძალიან მკცრად უნდა მოვთხოვოთ სახელმწიფოს გაკონტროლდეს რა სახის ნარკოტიკი შემოდის ბაზარზე. შეუძლებელია ამხელა ტრაგრდიის ყურება …მეც კი ვიცი იმ საიტის მისამართი და შსს -ს ძინავს“?!!!!!! – წერს „ჩცდ“-ს მსახიობი.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ინფორმაციითაც , აღნიშნული ნივთიერება ინტერნეტში, სხვადასხვა ვებგვერდების საშუალებით არის ხელმისაწვდომი.

ნარკოლოგების ინფორმაციით კი, „მეფედრონი“ დამოკიდებულებას იწვევს და კლინიკებში მიმართვიანობაც ყოველდღიურად იზრდება. პაციენტების უმეტესობა კი არასრულწლოვანია.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100