სოფელ ბოძაურში ჩამოწოლილმა ზვავმა ახალგაზრდები მოიყოლა
ხულოს რაიონის სოფელ ბოძაურში ზვავი ჩამოწვა და მასში ორი ახალგაზრდა მოყვა, რომლებიც ადგილობრივებისა და სამაშველოს დახმარებით დროულად იქნენ ამოყვანილი. სოფელში პირველად დღის პირველ ნახევარში ჩამოწოლილი ზვავისგან გზის წმენდითი სამუშაო მიმდინარეობდა დიდი ტექნიკის გამოყენებით, ორი ახალგაზრდა კი მანქანით იდგა და გზის გათავისუფლებას ელოდებოდა, რა დროსაც მეორედ ჩამოწვა ზვავი. ახალგაზრდები სტაციონარში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კომენტარი