ქართული „playboy”-ს რედაქტორი პარლამენტში
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმღვანელად ნიკო ნერგაძე დაინიშნა. ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ იყო, რაც დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაკა გიგაურმა თანამდებობა დატოვა და საბურთალოს გამგებლის მოადგილედ დაინიშნა.
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ახალი ხელმღვანელი დღეს თანამშრომლებს შეხვდა.
ნიკო ნერგაძე არის რადიო ”თავისუფლების” ბლოგერი, კითხულობს ლექციებს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. იყო ქართული "ფლეიბოის" რედაქტორი, "ჯეოსტარის" ჟიურის წევრი.
კომენტარი