სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ლეიბორისტები" ფარმაცევტულ კომპანიებს უჩივიან

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერებმა და მათმა მხარდაჭერებმა აღმაშენებლის გამზირზე, კომპანიების - "პე-ეს-პესა" და "ავერსის" ოფისებთან საპროტესტო აქცია გამართეს. "ლეიბორისტები" ფარმაცევტულ კომპანიებს მედიკამენტების ფასების ხელოვნურად ზრდაში ადანაშაულებენ და ფასების დაკლებას მოითხოვენ.

საპროტესტო აქციაზე "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერებმა საქართველოს პარლამენტს და ხელისუფლებას მოუწოდეს მიიღონ სპეციალური დადგენილება, რომლის მიხედვითაც მედიკამენტებზე ზღვრული ფასები დაწესდება.

"ლეიბორისტების" თქმით, ქართული ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელები ხელისუფლების მფარველობის ქვეშ იმყოფებიან და ამავდროულად მათ ფინანსურ დონორებს წარმოადგენენ. ისინი მედიკამენტებზე ფასებს საკუთარი სურვილის მიხედვით აწესებენ.
პარტიის ერთერთი ლიდერის, პაატა ჯიბლაძის თქმით, ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა ე.წ ფარმამკვლელებმა, ლარის კურსის ხელოვნურად დავარდნა გამოიყენეს და მედიკამენტებზე ფასები დაახლოებით, 10%-ით გაზარდეს. თუმცა, როგორც ჯიბლაძე აცხადებს, ლარის კურსი ბოლო დღეებში შედარებით გამყარდა, მაგრამ აღნიშნული კომპანიები მედიკამენტებზე ფასების დაკლებაზე მაინც არ ფიქრობენ.
აქციის მიწურულს, "ლეიბორისტებმა" და მათმა მხარდაჭერებმა აღმაშენებლის გამზირი გადაკეტეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პატრულის თანამშრომლებს შორის შელაპარაკება მოჰყვა, თუმცა საბოლოოდ აქცია მშვიდობიანად და ექსცესების გარეშე დასრულდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100