სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დამაინვალიდეს"... დაკითხვის დროს მარიანას გარეთ გასვლა იყო ნიშანი, რომ დამრტყმელ ძალას დაველეწე" - ჩოლოიანის მორიგი მსხვერპლი

ნიკა გოგუაძე, 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის მხრიდან მის ძალადობაზე და წამებაზე საუბრობს.

ე.წ "ყივწვისის საქმის" პოლიტპატიმარი ნიკა გოგუაძე სტრასბურგის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო თუმცა, ევროპული სასამართლოს რეკომენდაციები მოქმედმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა და გამომძიებელი საქმიანობას მაინც აგრძელებდა.

"როდესაც მარიანა ვერ იღებდა სათანადო პასუხებს ჩემგან გავიდოდა გარეთ და შემოდიოდნენ დამხმარე ძალები, დამლეწავდნენ და გავიდოდნენ. მათ სჭირდებოდათ ჩემი აღიარება 48 საათში, ყოველი მისი გასვლის შემდეგ იყო ნიშანი, რომ მე უნდა დაველეწეთ და მიეღოთ ჩემგან აღიარებითი ჩვენება, მარიანას ვთხოვდი ადვოკატს თუმცა, სანამ იზოლატორში არ მოვხვდი ჩემს უფლებადამცველს ვერ შევხვდი" - აცხადებს გოგუაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100