ასე გამოემშვიდობნენ საქართველოს პრეზიდენტი და მინისტრები მამა ილია კარტოზიას
საქართველოს პრეზიდეტი და მინისტრები მამა ილიას სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ:
მამა
ილია კარტოზიამ გვაჩვენა სამაგალითო გმირობა, რაც მართლაც დასაფასებელია,–
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ყოფნისას განაცხადა.
დღეს მთავრობის მეთაური სვეტიცხოვლის ტაძარში მივიდა და მამა ილია კარტოზიას სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
პრემიერმა
გარდაცვლილის
ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მამა ილიას ხსოვნას პატივი მიაგო.
''ვუსამძიმრებ
მამა ილიას ოჯახს, ყველა მის ახლობელს, მის მრევლს, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს მოსახლეობას. მამა ილიამ მართლად გვაჩვენა სამაგალითო გმირობა. ჩვენი ვალია სათანადო პატივი მივაგოთ მის ხსოვნას,''-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა ქვეყნის პირველმა პირმაც და აღნიშნა, რომ მამა ილიამ თავისი რწმენით და გმირობით უკეთესი გახადა მთელი კაცობრიობა.
„ქედს ვიხრი მამა ილიას ხსოვნის წინაშე. მარტივი არ არის, რამე თქვა დიდ ადამიანზე და, ალბათ, არც არის საჭირო ბევრი სიტყვა"...
ვუსამძიმრებ მის გმირ
დედას, რომელმაც სამაგალითო
შვილი გაზარდა; ოჯახს,
მის სამწყსოს და
მთელ საქართველოს.
დღეს ჭეშმარიტად ღირსეულ
ადამიანს დავემშვიდობეთ“ - თეა
წულუკიანი
არქიმანდრიტი ილია კარტოზია 28 დეკემბერს ადრიატიკის ზღვაში მომხდარი კატასტროფის დროს დაიღუპა.
კომენტარი