სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჟურნალისტებთან ისე არცერთი დიქტატორი არ მოქცეულა, როგორც ბიძინა ივანიშვილი“

"ჟურნალისტებთან ისე არცერთი დიქტატორი არ მოქცეულა, როგორც ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილმა ყველა რეკორდი მოხსნა" - აცხადებს შალვა ნათელაშვილი და პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტებთან დამოკიდებულებაში აკრიტიკებს.

"ბიძინა ივანიშვილის გაღიზიანების მიზეზეზი არის რეალური პოლიტიკა, რა სამყაროშიც ის ცხოვრობდა, როგორც იმპერატორი, როგორც ერთპიროვნული მბრძანებელი, რომელსაც ყველა აქებდა, ყველა ფეხებს ბანდა... ეს ეპოქა დაუმთავრდა. ახლა დადგა მკაცრი რეალობის წინაშე, ვინც ფეხებს ბანდა, ყველა დაბინავებული ჰყავს, მაგრამ დარჩა 4 მილიონზე მეტი ღატაკი. ის იჯდა მეფედ და მას კი არა, მის დოლარებს ეფერებოდნენ, ახლა პოლიტიკაშია და სხვა პრობლემებს შეეჯახა. ახლა ნერვული აშლილობა აქვს. ჟურნალისტებისთვის ჭკუის სწავლება და ჩხუბი, ეს არის არასოლიდურობა. ჟურნალისტებთან ასე არცერტი დიქტატორი არ მოქცეულა, ივანიშვილმა ყველა რეკორდი მოხსნა. აქ მილიარდერობა და ტრიალიარდერობა არ უშველის, ხალხი კონკრეტულ საქმეებს ითხოვს!" აცხადებს შალვა ნათელაშვილი გაზეთ "ალიასთან" საუბრისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100