გაიცანით პორშეს ფლაგმანის ახალი ვერსია - 911 Dakar
.ლოს-ანჯელესის ავტო შოუზე Porsche 911 Dakar-ის პრემიერა შედგა
. ჯამში მხოლოდ 2 500 ეგზემპლარი შეიქმნება
პორშეს ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე განსაკუთრებული მსოფლიო პრემიერა აქვს: სპორტული ავტომობილების
გერმანულმა მწარმოებელმა ახალი Porsche 911 Dakar წარადგინა, რომელიც ცუდ გზებზეც ისევე კარგად გრძნობს თავს,
როგორც ასფალტზე.
ეს გახლავთ 911-ის
ექსკლუზიური ვერსია, რომლის მხოლოდ 2
500 ეგზემპლარი იქმნება და რომელიც ამტკიცებს, რომ
Porsche 911-ის კონცეფციისთვის საზღვრები და
ჩარჩოები არ არსებობს.
911 Dakar-ის მისია ისიცაა, რომ შეგვახსენოს პორშეს
ტრიუმფი 1984 წლის რალი პარიზ-დაკარიზე - წარმატება, რომელთანაც ასოცირდება სრული
ამძრავის დებიუტი Porsche
911-ში. შესაბამისად, ახალი 911
Dakar სპეციალურად რალის
დიზაინ-პაკეტით გამოვიდა და 1984 წლის იკონურ
ტრიუმფატორ ავტომობილს გაგახსენებთ.
სპორტული სავალი ნაწილის მქონე 911 Carrera-ში. გარდა ამისა, შესაძლებელია კლირენსის კიდევ 30 მილიმეტრით აწევა. შედეგად ვიღებთ კლასიკური SUV-ისთვის დამახასიათებელ
კლირენსსა და რამპაზე გადასვლის კუთხეს. აღნიშნული კლირენსით
შესაძლებელია მაქსიმუმ
170 კმ/სთ-ის განვითარება. თუკი ავტომობილი ამ
სისწრაფეს გადააჭარბებს, კლირენსი ავტომატურად
უბრუნდება ჩვეულებრივ მდგომარეობას.
სპორტული ოფროუდ
პერფორმანსისთვისაა განკუთვნილი სპეციალურად ამ მოდელისთვის
დაპროექტებული საბურავები Pirelli
Scorpion All Terrain Plus - წინ 245/45
ZR 19 ზომით, ხოლო უკან 295/40
ZR 20 ზომით. ამ საბურავებით 911
Dakar მზადაა ნებისმიერი სახის გამოწვევისთვის რალისა და
ოფროუდზე. სერიულად კი ავტომობილი აღჭურვილია
All-Terrain-საბურავებით, რომლებიც ასფალტზეც
სპორტული ავტომობილისთვის დამახასიათებელ
დინამიკას გვთავაზობენ.
Porsche 911 Dakar აღჭურვილია 3 ლიტრი მოცულობის
6-ცილინდრიანი Biturbo-ძრავით, რომელსაც 480 ცხენის ძალა და 570-ნიუტონ
მეტრიანი მაბრუნი მომენტი აქვს. ეს აგრეგატი შესანიშნავი
პერფორმანსის გარანტიაა და ბოქსერისთვის
დამახასიათებელი ემოციური ჟღერადობითაც
გამოირჩევა. აღნიშნული ძრავა 911
Dakar-ს ადგილიდან 100 კმ/სთ-ამდე 3,4 წამში აჩქარებს, მაქსიმალური სისწრაფე კი, All-Terrain-საბურავების
გამო, 240 კმ/სთ-ია.
ხსენებული ძრავა, სტანდარტულად,
8-საფეხურიან PDK-სთან და პორშეს სრული ამძრაობის
სისტემასთან თანამშრომლობს. სერიულ
კომპლექტაციაში შედის ასევე უკანა თვლების
მოხვევა, 911 GT3-ის ძრავის საყრდენი ბალიში და
რხევების სტაბილიზაციის სისტემა PDCC. ხსენებული
კომპონენტების ერთობლიობა 911
Dakar-ს იმის
შესაძლებლობას აძლევს, რომ ერთნაირად
დინამიკურად დადიოდეს როგორც ქვიშასა და
ხრეშზე, ისე სარბოლო ტრეკზეც, ისეთზე, როგორიცაა
ნიურბურგრინგის „ნორდშლაიფე“.
უგზოობაზე მაქსიმალურ შესაძლებლობებს
ემსახურება სვლის ორი ახალი რეჟიმიც, რომელთა
გააქტიურებაც საჭეზე განთავსებული ჩამრთველითაა
შესაძლებელი. რეჟიმი „რალი“ განკუთვნილია
განსაკუთრებით არათანაბარი და უსწორმასწორო, რალის სტილის უგზოობისთვის, როცა სრული
ამძრავი უფრო მეტად უკანა ღერძზეა
ორიენტირებული. მეორე კი ოფროუდ
რეჟიმი გახლავთ, რომელიც ავტომატურად აქტიურდება და
რთულ უგზოობაზე და ქვიშაში მაქსიმალურ მოჭიდებას ემსახურება. ორივე რეჟიმში
შესაძლებელია „რალის ლანჩ კონტროლის“ გააქტიურება - ეს სისტემა შთამბეჭდავ აჩქარებას
ემსახურება.
აღსანიშნავია კარბონის უკანა სპოილერი და 911
GT3-იდან გადმოტანილი კარბონის კაპოტი. ამასთანავე, ავტომობილს სერიულად მოჰყვება
ოფროუდ ვიზუალისთვის დამახასიათებელი
დეტალები. საინტერესოა, რომ 911
Dakar 1 605 კილოგრამს იწონის, რაც იმას ნიშნავს, რომ PDK-თი
აღჭურვილ 911 Carrera 4 GTS-ზე მხოლოდ დამხოლოდ 10 კილოგრამით მძიმეა.
ახალი Porsche
911 Dakar-ის შეკვეთა უკვე „პორშე ცენტრი თბილისშიც“
არის შესაძლებელი.
კომენტარი