სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთში ქართველ სპორტსმენს გიორგი ყუშიტაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ქართველ მოკრივეს, რუსეთის ორგზის ჩემპიონს გიორგი ყუშიტაშვილს, რომელსაც ბრალად სამართალდამცველზე თავდასხმა და ნარკოტიკების შენახვა ედება, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ის მოსკოვის #1 საგამოძიებო იზოლატორში ე.წ. „მატროსკაია წიშინაში“ მოათავსეს. ამის შესახებ რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

235-ე გარნიზონის სამხედრო სასამართლომ ყუშიტაშვილს საპატიმრო ვადა 1-ელ აპრილამდე განუსაზღვრა.

მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი და მისი მეგობარი ოვიკ ოგანისიანი 2 თებერვალს, ფრუნზეს სანაპიროზე დააკავეს, რა დროსაც სპორტსმენმა ერთ-ერთ პოლიციელს დაარტყა. ​ოგანისიანი გამოძიებასთან მოწმის სახით თანამშრომლობს.

რუსი სამართალდამცავების ცნობით, ყუშიტაშვილისგან 0.61 გრამი კოკაინი ამოიღეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100