სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს - გაინტერესებთ, დირექტორის კომენტარი?

ქობულეთში, მესამე საჯარო სკოლაში, პირველკლასელებს, საზეიმო მიღების დროს, წითელი და ლურჯი ყელსახვევები დაურიგეს. ბავშვებს საბჭოთა სიმბოლო - წითელი ყელსახვევები გაუკეთეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაუღეს.

ფოტო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მშობელმა ატვირთა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს პირველი ბ კლასის პედაგოგმა უთხრა, რომ ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის, საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია.

ქეთევან ვეკუას თქმით, მშობლებს ყელსახვევები არ გაუპროტესტებიათ.

''ასეთი წესი გვაქვს, ყველა მასწავლებელი მოსწავლეს საჩუქარს ახვედრებს. ჩემი პირველი ბ კლასია. ბავშვები სხვებისგან, რომ გამერჩია ამ მიზნით გადავწყვიტე ყელსახვევების გაკეთება. ამაში ჩემი ფული დავხარჯე და პირადი გადაწყვეტილებით გავაკეთე. სკოლის ადმინისტრაციასთან არ შემითანხმებია. ლურჯი ბიჭის ფერია, შინდისფერი კი გოგოს, ამიტომ შევარჩიე. სხვა კონტექსტი არ ქონია ამ ამბავს. მშობლებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი'' - ამბობს ქეთევან ვეკუა.

სკოლის დირექტორი კი ამბობს, რომ წითელ და ლურჯ ყელსახვევებში პრობლემას ვერ ხედავს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100