სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"პროკურორმა კამერიდან მოიტაცა – რა უქნა მერე, გააუპატიურა, ნამუსი ახადა, თუ რა მოხდა?

"მოქალაქის" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი " ვანო მერაბიშვილის კამერიდან გატაცების" ბრალდებას აბსურდს უწოდებს. "ძირითადი თემა, რითაც დღეს საზოგადოებას აწვებიან გარეთ თუ შიგნით არის ის, რომ მთავარმა პროკურორმა კამერიდან მოიტაცა ბრალდებული მერაბიშვილი. ამაზე დიდი აბსურდი წარმოგიდგენიათ, ამ დროს კი მერაბიშვილთან დაკავშირებით არის ეჭვი თავისუფალი მოქალაქის, გირგვლიანის მოტაცებასა და მკვლელობასთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლოს ჩანაწერში წერია, რომ მერაბიშვილი და სააკაშვილი გამოძიების სწორ მსვლელობას ხელს უშლიდნენ.

მერაბიშვილს კი დღეს მთელი მსოფლიო უნდა ფეხზე დააყენოს, რომ მთავარმა პროკურორმა კამერიდან მოიტაცა – რა უქნა მერე, გააუპატიურა, ნამუსი ახადა, თუ რა მოხდა? რისთვის მოიტაცა? – მიზანზე არ საუბრობენ, რად უნდა მთავარ პროკურორს პატიმარი მოიტაცოს? ამაზე დიდი აბსურდი გაგიგია? აი, ამ ანეკდოტზე დავიდნენ. მთავარ პროკურორს იმის საშუალება არ აქვს პატიმარი ნახოს ? და იმას გაესაუბროს ?", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "შეხვედრები მწერალთა სახლში".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100