სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გეიშები სახლიდან" - ზურა ბალანჩივაძის სამთვიანი კარანტინის ანგარიში საზოგადოებას

19 ივლისს, 12 საათიდან "მზიურის" ერთადერთ და ყველაზე საყვარელ კაფეში ასევე საყვარელი ბლოგერის, ჟურნალისტისა და მუსიკოსის, ზურა ბალანჩივაძის ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

"გეიშები სახლიდან" - ასე დაარქვმა ავტორმა იმ სამი თვის თავგადასავალს, რაც პანდემიამ არგუნა. ამიტომაც წარმოგიდგენთ სახლში, იზოლაციაში, გაზეთზე newspaper art-ის ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრებს და თან გაგაცნობთ იაპონური კულტურის ამ მხარეს.

ყველაფერი იწყება, გრძელდება, აღწევს პიკს და მერე სრულდება. ხან ჩქარა, ხან ნელა, მაგრამ მაინც - ციკლი უცვლელია. იზოლაციაც დასრულდა, ახლა გამომზეურებისა და ანგარიშის ჩაბარების დროა,” - ამბობს ზურა და 18:00-ზე პატარა ლექციასა და მუსიკალურ პერფორმანსს გთავაზობთ გეიშებთან დაკავშირებით: როდის შეიქმნა, რითაა გამორჩეული, მითები, ლეგენდები და ყველაფერი საინტერესო

გამოფენა-გაყიდვა დასრულდება 19 ივლისს 22:00 საათზე. ასე რომ, იჩქარეთ!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100