"ტორპედოს" ფეხბურთელები კორონავირუსით დაინფიცირდნენ
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფეხბურთელები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები კორონავირუსით დაინფიცირდნენ. კლუბის აღმასრულებელი დირექტორის პაპუნა მელაძის განცახდებით, ვირუსი 12 ფეხბურთელს ჰქონდა, აქედან ორი უკვე გამოჯანმრთედა, ახალი ინფიცირებულები იზოლაციაში არიან.
"ვირუსი მქონდა მეც და უკვე დავამარცხე, ინფიცირებული იყვნენ ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებიც. ადმინისტრაცია დისტანციურად ვმუშაობთ. რაც შეეხება თამაშებს, გაგვიუქმდა ორი თამაში. ბათუმის გუნდი ჩამოსული იყო და თამაშის გარეშე წავიდნენ", -განაცხადა პაპუნა მელაძემ.
ცნობისთვის, ფეხბურთელების ინფიცირების გამო კლუბმა რამდენიმე თამაში გააუქმა.
კომენტარი