პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა - დაკავებულია სამი ადამიანი
პარლამენტთან საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეების აქციაზე დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი მხოლოდ გზის გადაკვეთას ცდილობდნენ, რამაც საპატრულო პოლიციასთან დაპირისპირება გამოიწვია.
დაკავებულია სამი ადამიანი. დაპირისპირების დროს ერთი ქალბატონი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პარლამენტთან საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების განმარტებით, გამოძიების დაწყებიდან 7 თვის თავზე, საქმე წინ არ წასულა. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალებულების ნაწილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებს.
კომენტარი