რაფალიანცის დედა:ჯერ ცოტას დაველოდები თუ არა და მოვითხოვ პასუხს
დაღუპული ჩვილის ბარბარე რაფალიანცის დედა აცხადებს, რომ „განსხვავებულ აქცენტებში“ გასული მისი ინტერვიუს შემდეგ , სადაც მან აღნიშნა, რომ გენერალური ინსპექციის თანამშრომელი მისგან მოითხოვდა შვილის მკვლელობა ეღიარებინა, არავინ დაკავშირებია.
როგორც „პირველ რადიოს“ თათია მექერიშვილმა განუცხადა, მას იმედი ჰქონდა , რომ ამ ინტერვიუს შემდეგ მაინც დაჩქარდებოდა გამოძიება თუმცა მისივე თქმით თეა წულუკიანის განცხადების გარდა, რომ ამ ფაქტს რეაგირება სჭირდება და რაც განცხადებადვე დარჩა, სხვა გამოხმაურება სამართალდამცავების მხრიდან მის ინტერვიუს არ მოჰყოლია.
„არავინ დაგვკავშირებია, არაფერი შეცვლილა... ამას წესით უნდა მოყოლოდა გამოხმაურება მაგრამ არც ადვოკატი, არც გამომძიებელი არ დაგვკავშირებია. ჯერ ცოტას დაველოდები თუ არა და მოვითხოვ პასუხს რატომ არ მოხდა რეაგირება“,-განაცხადა თათია მექერიშვილმა „პირველ რადიოსთან“.
კომენტარი