სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სახალისო კონკურსის ისტორია: მახვილგონივრული მინიშნება სექსზე

80-იან წლებში ერთ-ერთმა ფრანგულმა ჟურნალმა მამაკაცებისთვის ჩაატარა სახალისო კონკურსი, სადაც მონაწილეებს წინასწარ მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, სექსზე მინიშნება ყველაზე მახვილგონივრულად და, რაც მთავარია, ეტიკეტის სრული დაცვით უნდა გაეკეთებინათ.

კონკურსი, თქმა უნდა, მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი და, კაცმა რომ თქვას, ადვილი სულაც არ გახლდათ. მისი აღწერა ასეთი იყო: "საღამო ხანს თქვენ იმყოფებით რესტორანში ქალთან ერთად, რომელთანაც რესტორნიდან წასვლის შემდეგ გეგმავთ სექსს და ამის პერსპექტივა გაქვთ კიდეც, შუა ვახშმის დროს კი ტუალეტში გასვლა მოგინდათ. როგორ აუხსნით ამას ქალს ისე, რომ ეს ახსნა სინამდვილესაც შეეფერებოდეს და მოცემულ ვითარებაში მისაღებიც იყოს იმდენად, რომ არ ახსენოთ ადგილი, სადაც მიდიხართ?". მონაწილეებს პასუხები ქალისადმი მიმართვის ფორმით უნდა გამოეგზავნათ.

დათქმულ ვადაში ათი ათასზე მეტი პასუხი მოვიდა. როცა გადახედეს, ჟიურის წევრებს დიდხანს ფიქრი არ დასჭირვებიათ და ერთხმად აირჩიეს ქალისადმი მიმართვის ვარიანტთაგან საუკეთესო. გამარჯვებული მამაკაცის მიმართვა ასეთი იყო:

"უკაცრავად, მადამ, მე ახლა უნდა გავიდე და დავეხმარო ერთ ჩემს მეგობარს, რომელსაც მოგვიანებით გაგაცნობთ..."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100