სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სექსი“ მანქანაში - სატყუარა პაპარაცებისთვის

არ გეგონოთ, რომ ეს სცენა მართლაც ამ მანქანაში ვითარდება. ვინ იცის, იქნებ ამ მანქანის სალონი ბევრად უფრო ეროტიკული სცენების მომსწრეცაა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს მხოლოდ საქარე მინის მზისგან დამცავი სტიკერია, რომელიც არგენტინაში პაპარაცების დასაცინად შექმნეს. უფრო კონკრეტულად: არგენტინაში, ღამის კლუბების წინ, სადაც ცნობილი ან ნაკლებად ცნობილი ადამიანები იკრიბებიან, მიმდებარე ტერიტორიის „საბრძოლო პოსტები“ პაპარაცებსაც უჭირავთ, რომლებიც მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში სამალავი დატოვონ და ფოტოაპარატები ააჩხაკუნონ. ამ ღამის კლუბებთან არაერთი, მსოფლიოში ცნობილი ადამიანი გადაუღიათ - საკმაოდ სკანდალურ სიტუაციებში. ამიტომაც, ბიზნესმენებმა საკმაოდ კრეატიული მეთოდი მოიფიქრეს: მზის საწინააღმდეგო სტიკერები საქარე მინაზე. ამ სტიკერების გამოშვებამ საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია - პაპარაცებმა, რომლებმაც სიბნელეში სხეულთა შიშველ კონტურებს მოჰკრეს თვალი, მაშინვე ფოტოაპარატები მოიმარჯვეს და სიბნელე მათი აპარატურის ელვა-განათებამ გაააპო. ბევრი მათგანი ვერც კი მიხვდა, რომ გააცურეს და ფოტოაპარატის ეკრანზე აღბეჭდილ „ფასდაუდებელ“ განძს დაჰფოფინებდა: არგენტინელთა იდეის ჩანაფიქრის მიხედვით, სტიკერებზე მთელ ქვეყანაში ცნობილი ქალები არიან აღბეჭდილნი (რა თქმა უნდა, მათთან შეთანხმებით), ამიტომაც პაპარაცებს ეგონათ, რომ ძალიან გაუმართლათ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100