ეროვნული უსაფრთხოების ახალი დოკუმენტი
პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის დაღუპვამ საქართველოს ხელსიფლების წინაშე დააყენა საკითხი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ძირეული გადასინჯვის შესახებ.
პარლამენტის ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი თარგამაძის განცხადებით, ყველა საჭირო ღონისძიება გატარდება, რათა ეროვნული უსაფთხოების ახალი დოკუმენტი თაროზე არ შემოიდოს.
ნდობის ჯგუფის წევრის, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის გიორგი თარგამაძის ინფორმაციით, ეს იქნება საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს სხვადასხვა კონცეფციების შემუშავებას, ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის, დაზვერვის, საზღვრის დაცვის სტრატეგიებისა.
ეს არის მთავარი შეფასებითი დოკუმენტი, რომლიდან გამომდინარეც საფრთხეების პრევენციასა და განეიტრალებაზე უნდა იყოს ორიენტირებული სხვა ყველა შემდგომი დოკუმენტი, უწყებებისა და სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განსახორციელებლად. ეს დოკუმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ რეალურ საფრთხეებთან, რომელიც გააჩნია ჩვენს სახელმწიფოს ახლო და შორეულ მომავალში.
ამ დოკუმენტის შინაარსი საიდუმლოა, ამიტომ გიორგი თარგამაძემ თავი შეიკავა დეტალებზე საუბრისგან, მაგრამ ეს დოკუმენტი შემუშავებულია ახალი მეთოდოლოგიით, მაღალპროფესიულ დონზე, სერიოზული ნამუშევარია. თავად დოკუმენტი მუშა მდგომარეობაშია, მალე უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასკვნითი განხილვა გაიმართება.
,,ჩვენ სამი კონკრეტული რეკომენდაცია მივაწოდეთ ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება. პარტიის შიგნით ამ დოკუმენტზე საჯარო საუბარი არ გვქონია და კანონი ამის უფლებას მე არ მაძლევს, თუმცა საფრთხეეებთან დაკავშირებით პარტიაში სისტემატურად მიმდინარეობს მსჯელობა, საიდან, რომელი ქვეყნიდან, რა ტიპის საფრთხეები შეიძლება ემუქრებოდეს ქვეყანას, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ეკონომიკურ საფრთხეებს, შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაციას, ბუნებრივი კატასტროფების ალბათობას. ჩვენ ადრე გამოვედით ინიციატივით შეიქმნას საგანგებო მდგომარეობების ოპერატიული მართვის ცენტრი, ყოველივე ამაზე დეტალურად არის საუბარი ვრცელ დოკუმენტში’’ - აცხადებს ,,დრონი ჯისთან’’ საუბარში გიორგი თარგამაძე.
გიორგი თარგამაძის აზრით, საქართველოს დაცულობის გარანტიები ასი პროცენტით არ არსებობს, ახალი უსაფრთხოების კონცეფცია სწორედ იმისთვის არის საჭირო, რომ ქვეყნის უსაფრთხოების გარემო მთლიანად შეიცვალოს. 2005 წლის უსაფრთხოების კონცეფციაში ეწერა, რომ რუსეთიდან მასშტაბური აგრესიის ალბათობა ძალიან დაბალია, მაგრამ აგვისტოს ომმა გვაჩვენა, რომ მცდარი იყო ასეთი ტიპის პროგნოზი. ამიტომ ავღმოჩნდით მოუმზადებლები.
,,მიუხედავად ჩვენი ოპოზიციონერობისა და კრიტიკისა ხელისუფლების მიმართ, ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხსიმგებლობას და აქტიურად ამიტომ ვმონაწილეობთ ამ დოკუმენტის დამუშავებაში, ვაწვდით ჩვენს შენიშვნებს, რამდენიმე დეტალი შევამჩნიეთ, რომელსაც მშვიდად უყურებდნენ უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ დეტალებთან დაკავშირებით საფრთხე გაცილებით მაღალი ხარისხისაა’’ - აცხადებს თარგამაძე.
კაჩინსკის ტრაგედიის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების შესახებ, კერძოდ, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. თვითმფრინავის მარკა, გამოშვების წელი გამჟღავნებადი ინფორმაცია არ არის. საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ქვეყნის უშიშროების სამსახურსა და პირად დაცვაში ფლობენ.
სახელმწიფოს უსაფრთხეობას რაც შეეხება, აგვისტოს ომის შემდეგ უკვე არავინ დაობს იმის შესახებ, რომ საქართველოს ყველაზე დიდი საფრთხე მეზობელი რუსეთისგან შეიძლება დაემუქროს. საფრთხეებში რამდენიმე კომპონენტი იგულისხმება. ,,დრონი. ჯი’’ უშიშროების ყოფილ თანამშრომელს ესაუბრა, ბუნებრივია წყარო კონფიდენციალურია, მაგრამ გააჩნია ვრცელი ნუსხა იმ საფრთხეების თაობაზე, რომელიც სავარაუდოდ, შეიძლება საქართველოს სახელმწიფოებრიობას დაემუქროს.
რუსეთის სპეცსამსახურები რამდენიმე მიმართულებით მუშაობენ. ერთ-ერთია ეროვნებათაშორისი შუღლის ჩამოგდება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, დღეს საქართველო აქტიურად თანამშრომლობს აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან და ლარსის გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ სომხეთთან თანამშრომლობაც უფრო გაღრმავდა და ეფექტური გახდა. საქართველო არ ერევა მეზობელი სახელმწიფოების შიდა პოლიტიკაში და ინარჩუნებს კეთილმეზობლურ ურთიერთობას როგორც აზერბაიჯანთან, ისე, სომხეთთან.
მეორე მიმართულებაა დევნილი მოსახლეობის სოციალურ გაჭირვებაზე მანიპულირება და მისი დაპირისპირება ხელისუფლებასთან. დღეს დევნილ მოსახლეობას ხელისუფლება უფრო დიდ ყურადღებას აქცევს, ვიდრე მისი წინამორბედი ხელისუფლება. იგულისხმება სოციალური პროგრამები, გარკვეული შეღავათები, პენსიების გაზრდა და დასაქმება, ამასთან ერთად ხელისუფლებამ უმოკლეს დროში მოახერხა დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების მოგვარება. ძალაში შევიდა კანონი, რომელიც დევნილებს საცხოვრებელი ფართების პირად საკუთრებაში გადაცემას უზრუნველყოფს.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობა, როგორც ქართველები, ისე ოსები და აფხაზები ხედავენ, რომ ოკუპანტები სამხედრო ბაზების აშენებით უფრო არიან დაკავებული, ვიდრე დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენით. საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორირიაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესი შეუქცევადია. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან საჭიროა ურთიერთობის აღდგენა და მათი დარწმუნება იმაში, რომ საქართველო ომისთვის კი არა, არამედ მშვიდობისთვისაა განწყობილი. ამაში დიდია სახალხო დიპლომატიის როლი. ადრე თუ გვიან, აფხაზები და ოსები საბოლოოდ დარწმუნდებიან, რომ რუსი ოკუპანტები მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი პირადი ინტერესების საფუძველზე და ადგილობრივი მოსახლეობა მათი ტერიტორიებიდან გაყრის მოთხოვნას წამოაყენებს.

რუსეთის ხელისუფლებას აშინებს ნებისმიერი ნაბიჯი საქართველოს დაახლოებისა ჩრდილოკავკასიელებთან. ეს ფაქიზი თემაა და საქართველომ ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან ურთიერთობები დაალაგოს. დღეს ტექნიკა იმდენად შორს წავიდა, ,,დრონი. ჯის’’ წყარო აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლება ვერანაირი გზით ვერ შეძლებს მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული ჯგუფები იწვრთნებიან. სხვა თუ არაფერი, კოსმოსიდან თანამგზავრული დაკვირვებით რუსეთს შეუძლია თავისუფლად დარწმუნდეს იმაში, რომ საქართველოში ტერორისტების კვალი არ არის.
რუსეთის სპეცსამსახურები გასულ წლებში ქართულ ჯარში არეულობის შეტანაზე მუშაობდნენ. ბოლო მცდელობა 2009 წლის 5 მაისს განხორციელდა, მაგრამ ქართულმა სპეცსამსახურებმა შეძლეს ლოკალურად ჯარში გამოსვლების გაუვნებელყოფა. დღევანდელი ქართული ჯარი აღარ არის მშიერი და შიშველი, ის ახლა უზრუნველყოფილია არა მარტო საკვებითა და ტანსაცმლით, არამედ თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და შეიარაღებით. ამიტომ რუსული სპეცმსახურების ნებისმიერი მცდელობა ქართული ჯარის აბუნტებისა, მარცხით დასრულდება, გარდა ამისა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჯარში არსებული პატრიოტული განწყობები, რომელიც შევარდნაძის დროს ფაქტობრივად არ არსებობდა. სავარაუდოდ, ნებისმიერი ექსცესის მოწყობა ჯარის ბრძოლისუნარიანობის დაქვეითებას არ გამოიწვევს და ის რაც მოხდა გასული წლის მაისში, ბევრისთვის გაკვეთილი იქნება.
ფარტომასშტაბიანი გამოსვლები და გადატრიალების მცდელობა - ამის თაობაზე ,,დრონი. ჯის’’ წყარო ამბობს, რომ ამის მიღწევაც კრემლს გაუჭირდება მიუხედავად მუდმივი მუქარებისა, სულ ახლახანს რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა არ გამორიცხა ბიშკეკის სცენარის გამეორება სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში. ამას დაემთხვა ზურაბ ნოღაიდელის მუქარები, ამ ხელისუფლებას ბიშკეკს მოვანატრებთო.

ცხადია, ნოღადელი ამ მუქარას გარე ძალის მხარდაჭერის გარეშე ვერ გაბედავდა. მიუხედავად მუშტების ქნევისა, ჯერ ერთი ქართული საზოგადოება განსხვავდება ყირგიზებისაგან, აქ რუსეთის როგორც ოკუპანტის მიმართ განწყობა მკვეთრად უარყოფითია, ამასთან საზოგადოება საქართველოში აცნობიერებს იმ გარემოებას, რომ საქართველომ ტოტალიტარული რუსეთის ნაცვლად თავისი ადგილი ევროპულ ოჯახში უნდა დაიმკვიდროს.
რადიკალური ოპოზიცია არა ერთხელ იმუქრებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დამთავრებით, მაგრამ ეს მას არ გამოსდის და იმედია, არც მომავალში გამოუვა, ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები ახლა გაცილებით საიმედოდ არის დაცული, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს იყო და თუ ვინმეს ხელისუფლების შეცვლა სურს, არჩევნების გზით უნდა მოახერხოს ამის გაკეთება.
მართალია, რუსეთმა მიიღო კანონი, რომლითაც მას უფლება აქვს პრევენციული დარტყმები განახორციელოს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგრამ საერთაშორისო სამართლით მას ამის გაკეთების არანაირი უფლება არ გააჩნია.
ბიშკეკის მოვლენებმაც ცხადყო, რომ ღიად რუსეთი ვერ ჩაერევა სხვა ქვეყნის შიდა პრობლემებში იარაღისა და მძიმე ტექნიკის ჩართვით. ამის მიუხედავად საქართველოს ყურადღების მოდუნების მიზეზი არა აქვს. რუსეთი მსოფლიოს თვალში არასაიმედი და არასანდო პარტნიორად აღიქმება, განსაკუთრებით კაჩინსკის დარუპვის შემდეგ.
სწორედ ამიტომ კიდევ უფრო აქტუალურია საქართველოს უსაფრთხოების ახალი კონცეფციის შექმნა, რომელიც თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით საქართველოს აარიდებს გარე და საშინაო საფრთხეებს.

კომენტარი