9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დილიდან დაგეგმეთ საქმეები და შეხვედრები. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. მოერიდეთ ფინანსურ აფერას, გაუფრთხილდით საფულეს.
კურო
დღევანდელი დღე წარსულში დაწყებული საქმეების დასასრულებლად გამოიყენეთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
ტყუპი
სხვა დღისთვის გადადეთ ფინანსური საკითხების მოგვარება. მეტი დრო დაუთმეთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას.
კირჩხიბი
მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. დღეს ბევრს დასჭირდება თქვენი მზრუნველობა. მუშაობისას ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი.
ლომი
დაგეგმეთ დღე, მაგრამ მნიშვნელოვანი შეხვედრები სხვა დღისთვის გადადეთ და დღეს ყოველდღიური ვალდებულებები შეასრულეთ. ნუ ეცდებით ყველა საქმის ერთდროულად მოგვარებას, განსაკუთრებით - ფინანსურის.
ქალწული
ცოდნის, გამოცდილების მიღების დღეა. კარგია საჩუქრების შეძენა. სხვა დღისთვის გადადეთ ხელშეკრულებების გაფორმება. მოერიდეთ ავანტიურულ საქმიანობას.
სასწორი
ყურადღება გმართებთ, განსაკუთრებით, ფინანსური საკითხების მოგვარებისას. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
მორიელი
იყავით გულისხმიერი გარშემო მყოფების მიმართ. დახმარებაზე არავის უთხრათ უარი. თქვენ დღეს ყველა საქმეს წარმატებით გაართმევთ თავს.
მშვილდოსანი
ნუ გადააბარებთ საკუთარ საქმეებს სხვებს. ნუ ეცდებით, სხვების დადანაშაულებას საკუთარ წარუმატებლობაში. მეტი დრო დაუთმეთ შეცდომების მოგვარებას. განსაკუთრებით - პირად ცხოვრებაში.
თხის რქა
მოერიდეთ გაურკვევლობასა და ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან. უცხოელ პარტნიორებთან მეტი ტაქტი და მოთმინება გმართებთ. მოსალოდნელია ხარჯის მომატება.
მერწყული
მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას. ნუ გაართულებთ ურთიერთობას სასიყვარულო პარტნიორთან.
თევზები
სხვა დღისთვის გადადეთ ხელშეკრულებების გაფორმება, მოგზაურობა. მეტ ყურადღებას ითხოვს ოჯახი და სამსახურის საქმეები. შეიძლება საღამოც კი ვალდებულებების მოგვარებას დაუთმოთ.
კომენტარი