თინა კანდელაკმა მიხეილ სააკაშვილი უცენზუროდ მოიხსენია
ქართული წარმოშობის რუსმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა, თინა კანდელაკმა გუშინ სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე ამბებზე საკუთარი შეხედულებები დააფიქსირა.
კანდელაკი მხოლოდ ფაქტების დასახელებით არ შემოიფარგლა და საქართველოს პრეზიდენტისადმი თავისი დამოკიდებულების გამოსახატავად უცენზურობასაც მიმართა.
თავის მიკრობლოგში იგი ყვება თუ რას ფიქრობს საქართველოს ხელისუფლებაზე და საქართველოს პირველ პირზე. მიხეილ სააკაშვილს მას ნაძირალა უწოდა.
„ვერ ვიტან სააკაშვილს. არსებული მმართველობის ფონზე, საზოგადოება იჩაგრება“, - აღნიშნა კანდელაკმა.
კომენტარი