სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეკატერინბურგში მანიაკი გამოჩნდა

დღეს, დილის საათებში ეკატერინბურგში მოსწავლე გოგონა გაუგონარი სისასტიკით მოკლეს. მისი ცხედარი დაახლოებით დილის 8 საათზე, ქალაქის 57-ე სკოლის ეზოში, ბელორეჩენსკის ქუჩაზე იპოვეს. მოკლული 14 წლის გოგონაა და მე-8 კლასში სწავლობდა. გოგონას ძალადობრივი სიკვდილის კვალი დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობების სახით აღენიშნებოდა, - ამის შესახებ "რუსნოვოსტი.რუ" იტყობინება.

სამართალდამცველების თქმით, გოგონას ყელი გამოჭრილი, ხოლო სხეულის ცალკეული ნაწილები - დანაწევრებული ჰქონდა. გამოძიებამ გაარკვია, რომ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებმა ამ დღეებში არაერთხელ შენიშნეს ერთსა და იმავე ტანსაცმელში ჩაჩმული კეპიანი, წვერებიანი საეჭვო პერსონაჟი, რომელიც ბავშვებს და, განსაკუთრებით გოგონებს უთვალთავლებდა. „ყოველდღე დადიოდა, დღეს კი არ გამოჩენილა“, - ამბობენ მოსწავლეები.

პოლიცია არ გამორიცხავს, რომ დანაშაული არაადეკვატური ადამიანის მიერაა ჩადენილი, ეკატერინბურგის მოსახლეობაში კი ელვის სისწრაფით გავრცელდა ხმები, ქალაქში მანიაკის გამოჩენის შესახებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100