მსოფლიოს უმდიდრესი კლუბები
პოპულარულმა ჟურნალმა “ფორბსმა” მსოფლიოს უმდიდრესი კლუბების სია გამოაქვეყნა და ზედიზედ მეექვსე წელია, ამ რეიტინგს ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი” უდგას სათავეში.
მანჩესტერული კლუბის შემოსავალი 1,835 მილიარდ დოლარად ფასობს. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ სადღეისოდ მანჩესტერელთა ვალი 1,1 მილიარდს შეადგენს.
“ფორბსის” ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” საკლუბო ტელევიზიას 192 მილიონიანი აუდიტორია ჰყავს მთელ მსოფლიოში, ხოლო კლუბის გულშემატკივართა რაოდენობა უფრო შთამბეჭდავია – 333 მილიონი ადამიანი.
მეორე ადგილზე მადრიდის “რეალია” 1,323 მილიარდი დოლარით. მადრიდელებს შედარებით ნაკლები შემოსავალი კი აქვთ, თუმცა სტატისტიკური მონაცემებით, მანჩესტერელებზე გაცილებით მეტი ქომაგი ჰყავთ მთელ მსოფლიოში.
ამათ გარდა უმდიდრეს კლუბთა ათეულში შედიან: ინგლისური “არსენალი” (1,181 მილიარდი დოლარი), ესპანური “ბარსელონა” (1 მილიარდი დოლარი), გერმანული “ბაიერნი” (990 მილიონი დოლარი), ინგლისური “ლივერპული” (822 მილიონი დოლარი), იტალიური “მილანი” (800 მილიონი დოლარი), იტალიური “იუვენტუსი” (656 მილიონი დოლარი), ინგლისური “ჩელსი” (646 მილიონი დოლარი) და იტალიური “ინტერი” (413 მილიონი დოლარი).

კომენტარი