სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

27 დეკემბერს ბაკურიანში განახლებულ კოხტა გაიხსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ „ 27 დეკემბერს ბაკურიანში განახლებულ კოხტა გახსნა.

კოხტის მთაზე გაკეთდა ახალი საბაგირო შუალედური სადგურით. საბაგიროების მშენებლობა განახორციელა სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანმა ავსტრიულმა კომპანია - „დოპელმაიერმა“. საბაგირო არის - 6 კაციანი სავარძლის ტიპის. ტრასის საერთო სიგრძე 3 კილომეტრი და 100 მეტრია. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან კი 2100 მეტრი. კოხტის ინფრასტრუქტურის მოწყობა ხელს შეუწყობს სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარებას საქართველოს ისტორიულ კურორტ ბაკურიანში.

მთის კურორტების განვითარების კომპანიამ კოხტის მთა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და საინვესტიციო კომპანია GRDC ერთად გახსნა. საინვესტიციო კომპანია GRDC 2016 წლიდან კოხტის მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენებს 500 საწოლზე გათლილ ტურისტულ ინფრასტრუქტურას. კოხტის ოფიციალურ გახსნას დაესწრება საქართველოს პრემიე-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

კოხტის ტერიტორიაზე მოეწყო სპეციალური კუთხე სადაც მოლბერტებზე განთავსდა სახელმწიფოს და კერძო სექტორის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების ვიზუალური მასალა.

ბაკურიანში ჩატარდა საქართველოს თასის ეტაპი სამთო - სათხილამურო სპორტში. ტურნირი საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გენერალური სპონსორი „სილქნეტისა“ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით ჩატარდება.

გამარჯვებულები გიორგი კვირიკაშვილმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ტარიელ ხეჩიკაშვილმა დააჯილდოვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100