სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩამოვაშოროთ ესენი ხელისუფლებას, შევიმუშაოთ ტექნიკური მთავრობა, დავაბრუნოთ საქართველო ევროპულ გზაზე - სააკაშვილი

ჩამოვაშოროთ ესენი ხელისუფლებას! დავაბრუნოთ საქართველო ევროპულ გზაზე! შევიმუშაოთ ტექნიკური მთავრობა - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, "ოცნება" საქართველოს ფიზიკურ განადგურებამდე მიაქანებს და ახლა ერთიანი ძალებით უნდა მოხდეს ფეხზე წამოდგომა.

მესამე პრეზიდენტი ასევე მადლობას არ იშურებს ჩვენი მომავალი თაობის მისამართით და მათი სულისკვეთებით აღფრთოვანებულია.

ჩვენ ხომ ყველა ერთნაირად ვფიქრობთ ახლა. ჩამოვაშოროთ ესენი ხელისუფლებას, დავაბრუნოთ საქართველო ევროპულ გზაზე, შევიმუშაოთ ტექნიკური მთავრობა, გარდამავალი, ერთწლიანი, ორწლიანი და მერე ვარჩიოთ ჩვენი პარტიული განსხვავებები. მანამდე, ყველამ გავითავისოთ ეს საფრთხე - გაქანებული მივექანებით სრულ კატასტროფამდე! გაქანებული მივექანებით საქართველოს მოსპობამდე, ჩვენი ქვეყნის ფიზიკურ განადგურებამდე - მისი ძალიან ბევრი მკვიდრის და მოქალაქის.

ჩვენ პარტიულ პლატფორმას, როცა იქნება, სახელად უნდა ერქვას ევროპა და არა, პარტიული პროგრამები. რუსულ რეჟიმს უნდა დავუპირისპიროთ ერთიანი პროდასავლური ძალისხმევა. ერთობა - “ძალა ერთობაშია“, ჩემი ხელით დავაწერე მაშინ საქართველოს გერბს. ისევე როგორც ავაფრიალეთ ხუთჯვრიანი დროშა. ისევე როგორც “ჩემი ხატია სამშობლო სახატე მთელი ქვეყანა“, ჩემი ხელით ჩავწერე საქართველოს ჰიმნის ტექსტში იმიტომ, რომ პროექტში ეს არ იყო. უფრო სწორად, ეს კი არა - “თავისუფლება დღეს ჩვენი, მომავალს უმღერს დიდებას, დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება“. სიტყვა „თავისუფლება“ ჩემი ხელთ ჩავწერე. თავისუფლება არის ჩვენი ეროვნული კოდი, ჩვენი არსი. როდესაც მე დავბრუნდი საქართველოში, სწორედ ამ განცდით დავბრუნდი. რამდენიმე მეგობარმა მითხრა, რომ ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ. მე მქონდა [მოსაზრება], რომ თუ სხვა აღარავინ იცავს ამ ქვეყანას, მე შევწირავ თავს და იქნებ, რაღაცამ მაინც გამოაღვიძოს.

ახლა, რაღაცა კი, არა ყველამ გამოიღვიძა! ყველა ადგა ფეხზე! ისე კარგად უყურებს ახალგაზრდობა, ისე მაგრად მსჯელობს, ამდენი ორატორი, ამდენი განათლებული ადამიანი, ამდენი წიგნიერი და ბრძოლისუნარიანი ერთდროულად, მე, ყველაზე მაგარ ოცნებებში არ წარმომედგინა. მართლა ყოჩაღ! გენაცვალეთ თქვენ! ბიჭებო და გოგოებო, მაგრამ ყველა დანარჩენებმა უნდა ავუბათ მხარი.

დიდი ძალის გამოღვიძება ხდება. მიმაჩნია, რომ ეს ახალგაზრდები უკვე ლიდერები არიან. უნდა შეეგუოს ყველა, რომ მათ უნდა მისცენ საშუალება, წინ გამოვიდნენ. მათ უნდა მივცეთ საშუალება, პირდაპირ ელაპარაკონ საერთაშორისო თანამეგობრობას. ჩვენ დავეხმარებით რჩევებით, მათ შორის ჩვენს შეცდომებზე, ჩვენს მიღწევებზე საუბრებით, მაგრამ საბოლოოდ, ერთობას ალტერნატივა არ აქვს. ახლა ლუციფერი, რომელიც დაპატრონებულია საქართველოს, გვყოფს, მაგრამ ერობით გაგვაძლიერებს და გაგვამარჯვებინებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ერთობისკენ გზას ვიპოვით. ჩემი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველაფერი დავთმო და ყველაფერს შევუწყო ხელი. ბოლოს და ბოლოს, ჩემი სიცოცხლე დავთმე ამ ერთობისთვის და იმისთვის, რომ მოძრაობა დაწყებულიყო. ნათლად ვხედავდით, სად მიათრევდნენ საქართველოს და რას გვიპირებდნენ, ამაზე ვსაუბრობ ამდენი წელია. კარგით, ვიღაცას არ უნდოდა სააკაშვილის მოსმენა და დღესაც არ უნდა, თქვენ ვისი მოსმენა გინდათ? თქვენ მიაწვდინეთ დანარჩენებს ხმა“, - განაცხადა სააკაშვილმა.“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100