სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

სინოპტიკოსების პროგნოზით, 6 ნოემბერს ქუთაისში ნალექია მოსალოდნელი, დღისით ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი 11. ოზურგეთში ასევე იწვიმებს, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9. ბათუმში ნავარაუდევია წვიმა, +19 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მცირე ნალექს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში ჰაერის, ღამით კი +13 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +10.

ასევე მცირე ნალექს ვარაუდობენ სოხუმში, სადაც +20 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანი ამინდია ნავარაუდევი, სადაც +11 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი 3 გრადუსი იქნება. ამბროლაურში ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია კოკისპირული წვიმა. ღამით ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.

ჭიათურაში +18 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი ახალციხეში. დღე +14, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში +15 გრადუსი და წვიმა არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. +7 გრადუსს და მცირე ნალექს ვარაუდობენ ბაკურიანში, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში წვიმაა ნავარაუდევი და დღე +17 გრადუსია. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში +16 გრადუსი და მცირე ნალექია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს.

გუდაურში +5 გრადუსი და წვიმა არის ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი არის მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ომალოში ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია მცირე ნალექი, ღამით კი +9 გრადუსი არის ნავარაუდევი.

წვიმაა მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე იწვიმებს თელავში, სადაც დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+18 გრადუსი და მცირე ნალექია მოსალოდნელი გურჯაანში, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს სიღნაღში +17 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +11 გრადუსი არის ნავარაუდევი.

იწვიმებს რუსთავში, ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში კი დღეს ნალექიანი დღეს არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100