ფინკა ბანკში სესხების აქცია გაგრძელდა და აქციის პარალელურად ბანკი მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს
თბილისი, 11 ნოემბერი, 2016. ბაზარზე არსებული მოთხოვნის საპასუხოდ, ფინკა ბანკში აქცია ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე ნოემბერშიც გაგრძელდა. აქციის განმავლობაში მომხმარებლები 5%-მდე ფასდაკლებას იღებენ. სესხის მაქსიმალური ოდენობა 200 000 ლარია. 30 000 ლარამდე სესხის აღება გირაოს გარეშეა შესაძლებელი. სესხების აქციის ფარგლებში ნებისმიერი ინფორმაციის მიღება და სესხზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში და ასევე, ცხელი ხაზის საშუალებით 24 საათის განმავლობაში.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის 21 ნოემბრიდან მომხმარებლები ახალი სერვის პაკეტით სარგებლობის საშუალებას მიიღებენ. კერძოდ, ფინკა ბანკის „ონლაინ“ ან „ონლაინ+“ პაკეტური შეთავაზების არჩევისას მომხმარებელი მიიღებს წვდომას სრულ საბანკო მომსახურებაზე მომგებიან ფასად – ფაქტობრივად, ერთი პროდუქტის საფასურად ისარგებლებს რამდენიმე საბანკო პროდუქტითა და მომსახურებით და შესაძლებლობა ექნება მართოს ანგარიშები დისტანციურად. პაკეტური შეთავაზება მოიცავს შემდეგი საბანკო მომსახურებით სარგებლობას: VISA ELECTRON ან VISA CLASSIC ბარათი, ინტერნეტ ბანკინგი, ტელეფონ ბანკინგი, SMS მომსახურება, ავტომატური დავალება და ა.შ. როგორც ფინკა ბანკში აცხადებენ, დისტანციური სერვისების დანერგვა ბანკის მომხმარებლებისთვის ახალი შესაძლებლობაა მარტივად განახორციელონ ფინანსური ოპერაციები და ქონდეთ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა.
ფინკა ბანკს საქართველოს საფინანსო ბაზარზე ოპერირების 18 წლიანი გამოცდილება აქვს. საბანკო ტრანსფორმაციის შემდეგაც (2013 წლიდან) ბანკი წარმატებით აგრძელებს ქვეყანაში თავისი გლობალური მისიის შესრულებას და ემსახურება 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში და სტაბილურად განაგრძობს განვითარებას.
კომენტარი