"ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას" მხარდაჭერით სტუდენტური ფესტივალი გაიმართა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება, უმაღლესი სასწავლებლის და კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ მხარდაჭერით, სტუდენტური თვითმართველობის ინიციატივით 6-8 მაისს ჩატარდა. ფესტივალის ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 37 ეროვნების სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები ერთმანეთს შეეჯიბრებნენ სპორტის სახეობებში, ჩატარდა სტუდენტური ფესტივალი, კონცერტი და ეროვნული სამზარეულოების ფესტივალი.
სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალი 6 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სპორტული შეჯიბრებებით გაიხსნა, 7 მაისს სამედიცინო სუნივერსიტეტის ეზოში ჩატარდა ფლეშ მობი, შეჯიბრი სხვადასხვა ქვეყნების ეროვნულ და სპორტულ თამაშებში. სტუდენტებმა ასევე ჩაატარეს შეჯიბრი "ბოდი არტში". დასასრულს კი გაიმართა ეროვნული კერძების ფესტივალი.
სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალი გრანდიოზული კონცერტით დასრულდა, რომელზეც სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებმა საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს. დასკვნით ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია და კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე დაესწრნენ.
კომპანია "ტრანს ელექტრიკა ჯორჯია" მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სტუდენტი ახალგაზრდობის ხელშეწყობას ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით.
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი უნივერსიტეტის სტუდენტი კშიტიჩ კუშარი იყო.
"უნივერსიტეტის რექტორატი ყოველთვის გვეხმარება მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებაში. მადლობა კომპანია "ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას" მხარდაჭერისთვის და იმედი გვაქვს, სტუდენტების ინიციატივას სხვა კომპანიებიც მხარში დაუდგებიან." - განაცხადეს ფესტივალის ორგანიზატორებმა.
კომენტარი