ვაჟაობა - ჩარგალში დღეს „ნაიალაღარი ხარის“ სული ტრიალებდა (ვიდეო)
დღეს ჩარგალში ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილე აღინიშნა. სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციას ფშაველებმა არც ამჯერად უღალატეს. ბარიდან ასული ყველა სტუმარი დიდი სახალხო დღესასწაულის მონაწილე გახდა.
ვაჟა- ფშაველას შემოქმედებისა და ფშაური ტრადიციების მოყვარულები დღეს ჩარგალს ოჯახებით სტუმრობდნენ.
როგორც ფშაველები ამბობენ , ,,ვაჟაობა“ თითოეული მათგანისთვის იმდენად მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომ აქ ყველა ფშაველი ისეთივე განწმენდილი გულით მიდის , როგორც ხატობაზე და ეს ამაღლებული განწყობა დღეს იქ ნამდვილად იგრძნობოდა.
ჩარგლის ყველა კუთხეში დღეს ქართული ფოლკლორული ანსაბლები მღეროდნენ, სტუმრებს მწერლის სახლ-მუზემთან და ლუკა რაზიკაშვილის მამაპაპისეულ სახლთან გამოფენების დათვალიერება შეეძლოთ. შეჯიბრებები ჭიდაობასა და დოღშიც ჩატარდა.
,,ვაჟაობის“ მთავარი ტრადიციული დეტალი ფშაველებისთვის დღემდე შეუცვლელი რჩება: ყველა ფშაველი სტუმრებს ტრადიციულად მოქარგული ჩოხით, ფაფახით, ქალამნითა და ტყაპურჭით ხვდება. გარდა მთისთვის დამახასიათებელი სამოსისა, აცილებელია, ყველა მასპინძელს ხურჯინში ბლომად არაყი და დამბალი ხაჭოს მარაგი ჰქონდეს - ამას სტუმარ-მასპინძლობის ადათი ავალდებულებთ. აქ მფარველი ანგელოზისა და ქართველების სადღეგრძელოს დალევა აუცილებელია.
ვიდეო: ბმული itv.ge-ს სიუჟეტზე
კომენტარი