სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰუმანითი ჯორჯიამ საპატრიარქოსთან არსებულ სამედიცინო კაბინეტს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

საპატრიარქოსთან არსებულმა სამედიცინო კაბინეტმა ფარმაცევტულმა კომპანია ჰუმანითი ჯორჯიასგან ჰუმანიტარული დახმარება მიიღო. ეს არის ჰუმანითი ჯორჯიას მიერ შემოტანილი კარდიოლოგიური და ანტიბიოტიკის ჯგუფის პრეპარატების პარტია, რომელიც საპატრიარქოსტან არსებული სამედიცინო კაბინეტის პაციენტებისთვისაა განკუთვნილი.

კომპანიის გენერალური დირექტორის ანდრიი კუზმას განცხადებით, ჰუმანითი ჯორჯიას მიერ იმპორტირებული მაღალი ხარისხის პრეპარატები უმოკლეს ხანში გამოჩნდება ჰუმანითი ჯორჯიას კონტრაქტორი ფარმაცევტული ქსელების აფთიაქებში. მანამდე კი კომპანია გეგმავს ცენტრალურ კლინიკებს და ისეთი ტიპის სამედიცინო კაბინეტებს, რომელტა პაციენტების, ძირითადად, სოციალურად დაუცველებს წარმოადგენენ, ჰუმანიტარული დახმარების სახით საჩუქრად გადასცეს ხშირი მოხმარების პრეპარატების გარკვეული მოცულობა. საპატრიარქოს სამედიცინო კაბინეტში ჩვენი სტუმრობა სწორედ ამ ციკლის გაგრძელებაა. გასულ კვირას ანალოგიური აქცია გვქონდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში“, – ამბობს კუზმა.

„საპატრიარქოს სამედიცინო კაბინეტისთვის საჩუქრად გადაცემული პრეპარატები, ისე როგორც ჰუმანიტი ჯორჯიას უკლებლივ ყველა პრეპარატი, დამზადებულია საუკეთესო ფარმაცევტულ ქარხნებში, რომლებიც ფლობენ EU GMP– ის სერთიფიკატს და მათ ასევე გავლილი ხარისხის სერიული კონტროლი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცერებულ ლაბორატორიებში. ეს არის, ძირითადად, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც პაციენტებისთვის აუცილებელია და ვფიქრობთ, ჩვენი ჰუმანიტარული მიმართულება იმ პაციენტებს, რომელთათვისაც ესა თუ ის კონკრეტული მედიკამენტი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, შეუმსუბუქებს ყოფას,“, – აღნიშნა ანდრიი კუზმამ.

საპატრიარქოსთან არსებული სამედიცინო კაბინეტის ხელმძღვანელის ლალი ვაჭარაძის თქმით, ჰუმანითი ჯორჯიას მიერ ჰუმანიტარული ხაზით მათთვის მიწოდებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა.

„ჩვენ უაღრესად მადლიერები ვართ, ეს პრეპარატები საშუალებას მოგვცემს ჩვენს პაციენტებს შესაბამის დანიშნულებასთან ერთად საჩუქრად გადავცეთ ეფექტური სამკურნალო საშუალებების მათთვის საჭირო რაოდენობაც, რაც შესაძლოა, ბევრი მათგანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი იყოს“, – განაცხადა ლალი ვაჭარაძემ.

არსებული ინფორმაციით, ჰუმანითი ჯორჯიას პრეპარატების დასაწყობება ინტენსიური ტემპით მიმდინარეობს და შემდეგი ფაზა უკვე იქნება მათი განთავსება კომპანიის ონტრაქტორი ფარმა–ქსელების აფთიაქებში. როგორც ჰუმანითი ჯორჯიაში აცხადებენ, მათი პრეპარატების მთავარი უპირატესობა, მაღალ ხარისხთან ერთად არის ის, რომ არსებულ ანალოგებთან შედარებით ისინი გაცილებით დაბალ ფასად იქნება წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე.

ანდრიი კუზმას განცხადებით, ჰუმანითი ჯორჯია, ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე და სურს დამკვიდრდეს ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია.

მისივე თქმით, გარდა პირველ ეტაპზე, 250–მდე დასახელების EU GMP– ის სერთიფიკატის მქონე და სერიულ კონტროლს დაქვემდებარებული ხშირი მოხმარების ხარისხიანი პრეპარატის მისაღებ ფასად იმპორტისა, ჰუმანითი ჯორჯიას ამბიციური გეგმები აქვს ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების მიმართულებითაც. კერძოდ, გადაწყვეტილია 130 მლნ აშშ დოლარის ჯამური საინვესტიციო ღირებულების ულტრათანამედროვე ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობა, რომელიც ასევე აღჭურვილი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100