სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ადვოკატები ახალაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების 50 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას მოითხოვენ

ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი - საქმეში რამდენიმე მოწმემ ჩვენება შეცვალა. აქედან გამომდინარე, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ ძველი ჩვენებების მტკიცებულებების გაბათილება მოხდეს. ახალაიას დაცვის მხარე აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ან გაუქმებასაც მოითხოვს.

ახალაიას ადვოკატის განცხადებით, არ არსებობს არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძვლები მისი პატიმრობაში დარჩენისთვის.

ადვოკატები ახალაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას და მის 50 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვენ. თუ აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ახალაია საპატიმროს დატოვებს.

ასევე, დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებითაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100