ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება
#ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი საშემოდგომო დარგვებს კვლავ პლატოს ტერიტორიაზე განახორციელებს
13 ოქტომბერს,
12:00 საათზე, მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომის“ ინიციატივით, ბორჯომში,
პლატოს ტერიტორიაზე 1850 ნერგი დაირგვება.
აქცია ხორციელდება ბორჯომის
ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, რომლის
მიზანს ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ტყის
საფარის აღდგენა-განახლება წარმოადგენს. პროექტში „ბორჯომი“ უკვე მეოთხე წელია რაც
ჩართულია. დღემდე კამპანიის #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი ეგიდით 3 ჰექტარ მიწის ფართობზე
7500 ნერგია დარგული. „ბორჯომის“ მიზანია აღადგინოს ტყის საფარი ბორჯომში და ასევე,
აქტიურად ჩართოს საზოგადოების წევრები ტყის აღდგენის პროცესში. ამ დღესვე, გაიმართება
დაჯილდოვება „ბორჯომის გმირი 2018“, რომლის დროსაც „ბორჯომი“ 2017 წელს ხეობაში ტყის
მასივში ხანძრის ეპიცენტრსა და ლოკალიზაციის დროს მომუშავე ადამიანებსა და სამსახურებს გადაუხდის მადლობას.
ღონისძიებას დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს
ხელმძღვანელი თორნიკე გვაზავა, 112-ის, საგანგებო
სიტუაციების მართვის და დაცული ტერიტორიების სამსახურების წარმომადგენლები, ასევე, მედია და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს
თანამშრომლები.
13 ოქტომბერს პლატოს ტერიტორიაზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგვება.
ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანია მინერალური წყლის ბრენდის „ბორჯომის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ეგიდით „ბორჯომი ბუნების გულშემატკივარი“ 2015 წლიდან ხორციელდება. ამ ხნის განმავლობაში მოხერხდა 3 ჰექტარი ტყის აღდგენა და დაირგო 7500 ნერგი.
კომენტარი