სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები დაბალ ფასში და რა უნდა გავითვალისწინოთ დაჯავშნის დროს - ტურისტული კომპანია “Free Travel”-ის წარმომადგენელი სოფო შიოშვილი გვესაუბრა

როგორ შევიძინო ავიაბილეთი დაბალ ფასში? სასურველია დაუკავშირდეთ ტურისტულ სააგენტოებს, გამგზავრებამდე დაახლოებით 6-8 კვირით ადრე და გააკეთოთ ნაადრევი ჯავშნები. ნაადრევი ჯავშანის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ავიაბილეთები ყველაზე მინიმალური ტარიფით. სასურველია თუ თქვენი გამგზავრების პერიოდი დაემთხვევა სამუშაო დღეებს, რადგან უქმე დღეების ფასები შედარებით მაღალია.

რატომ ძვირდება ავიაბილეთები?

ეკონომ კლასში ავიაბილეთების ფასის ცვალებადობა განპირობებულია არა თვითმფრინავის ბორტზე რაიმე განსაკუთრებული ადგილის აღებით, არამედ ავიაბილეთის შეძენის დროსა და მოგზაურობის თარიღებზე. როდესაც გაიყიდება დაბალ ტარიფიანი 9 ბილეთი, ყოველი მომდევნო 9 ავიაბილეთის ფასი უფრო მეტი ღირს ვიდრე მისი წინამორბედი და ასე შემდეგ.

რატომ არის სასურველი ტურისტულ კომპანიებში ავიაბილეთების შეძენა ? საიტზე შეძენილ ავიაბილეთებს ყოველთვის აქვს შეზღუდვა, ნებისმიერ ცვლილებასა და დაბრუნებაზე. ყოფილა შემთხვევებიც, სხვადასხვა სახის საიტზე ნაყიდი ავიაბილეთით აეროპორტში მისული მგზავრი მგზავრთა სიაში არ აღმოჩენილა, რაც ქმნის იმის პრობლემას, რომ მგზავრს უწევს ბილეთის თავიდან შეძენა. ავიაკომპანია სხვა საიტებიდან შეძენილ ავიაბილეთზე პასუხისმგებელი არ არის.

ტურისტულ სააგენტოში შეძენილი ავიაბილეთი კი ექვემდებარება ნებისმიერ ცვლილებას გარკვეული თანხის დამატების საფუძველზე.

· მარშუტის შეცვლა

· თარიღის შეცვლა

· კლასის შეცვლა

გისურვებთ ბედნიერ და უსაფრთხო ფრენას.

ნაადრევი ჯავშნების შემთხვევაში, შეგიძლიათ მობრძანდეთ „Free Travel“-ის ოფისში რომელიც მდებაორეობს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100