სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს ლექსი ალექსანდრე გაბურმა საყვარელი ქალის გარდაცვალებას მიუძღვნა

წახველ... დასრულდა... მე კი აქ დავრჩი,

მაგრამ შენს კუთვნილ ტკივილს ვინ ზიდავს...

სულში ჩამიქრა თვალები ბავშვის

და სინანული ამოიზიდა.

ამოიწელა ეული ლანდი

ჩამოძენძილი, დამჭკნარი ბედით.

მიგაქვს სიცოცხლით ნაკლები დარდი,

მე კიდევ _ შენი სიკვდილით მეტი.

ჩვენ ხომ სატკივარს საერთოდ ვთვლიდით,

რამ გაყო ხვედრი ორად ნეტავი?..

შენა ხარ ჩემზე სიკვდილით მშვიდი,

მე კი _ სიცოცხლით შენზე ბეჩავი.

ამ სამზეოზე რა გრჩება ვიცი,

მშვიდობით!.. შენი ტკივილით ცხონდი.

გზა გაქვს მსუბუქი მამულის მიწით,

მე მძიმე _ შენი საფლავის ლოდით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100