სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილი სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეს, გალუსტ საჰაკიანს შეხვდა.

მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლების გააქტიურებაზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ორი ქვეყნის პარლამენტთაშორისი თანამშრომლობისა და მეგობრობის ჯგუფების ურთიერთობების გააქტიურებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარემ ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

გალუსტ საჰაკიანის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობა სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროში პოზიტიური მიმართულებით ვითარდება.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100