სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩივნინგის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო

თბილისი, 18 სექტემბერი, 2013 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, რომ დაწყებულია აპლიკაციების მიღება Chevening / Bank of Georgia სტიპენდიაზე. სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც სურს სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში ერთწლიანი პროგრამით, მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად შემდეგ სფეროებში:

პოლიტიკა, დემოკრატიული რეფორმები, სახელმწიფო მართვა, კონფლიქტის გადაჭრა, ბიზნესი, ფინანსები, ეკონომიკა, ენერგეტიკა და აკმაყოფილებს Chevening პროგრამის მოთხოვნებს. განაცხადის მიღება მიმდინარეობს ვებგვერდზე www.chevening.org/georgia სადაც ასევე შესაძლებელია მოთხოვნების სრული ჩამონათვალის ნახვა. განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2013 წლის 1 ნოემბერი.

უნიკალურ თანამშრომლობას საქართველოს ბანკსა და Chevening პროგრამას შორის საფუძველი გასულ კვირას ჩაეყარა. შედეგად, საქართველოს ბანკი, სრულად დააფინანსებს 3 სტუდენტს დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად მომავალ სასწავლო წელს (2014-2015). საქართველოს ბანკმა თანამშრომლობა დაამყარა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიების პროგრამასთან, რათა ხელი შეუწყოს მოტივირებულ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს საქართველოდან, გაემგზავრონ დიდ ბრიტანეთში ერთი წლით, მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი ჩივნინგის საპარტნიორო სქემის მონაწილე პირველი ქართული კომპანიაა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: www.chevening.org/georgia

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100