რატომ ადანაშაულებს ანდრო ბარნოვი შსს-ს სიცრუეში? (ვიდეო)
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ, თითქოს, შსს-ს მიერ ტერაქტის მცდელობისთვის დღეს დაკავებული პირები საქართველოს პრეზიდენტის მფრინავის სახლში ცხოვრობდნენ. როგორც ანდრო ბარნოვმა განაცხადა, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და გამიზნული პროვოკაციული ფორმულირება, რათა პრეზიდეტის სახელი რამენაირად დაუკავშირონ ამ საშინელ ფაქტებს.
„შსს არის ვალდებული და უნდა ჰქონდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ გააკეთოს ისეთი ფორმულირებები, რომელიც ერთი მხრივ, არის ადეკვატური, და მეორე მხრივ, არ ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ისინი დღეს ბოროტად სარგებლობენ საზოგადოების ნდობით და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ტალახში ამოსვარონ ოპოზიცია და პირადად, საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის სრულიად დაუშვებელი", - განაცხადა ანდრო ბარნოვმა და საზოგადოებას მოუწოდა არ აყვეს მთავრობის პროვოკაციულ განცხადებებს და არავის მისცეს მისი შეცდომაში შეყვანის უფლება.
კომენტარი