მარიამ ივარდავა გერმანული "ნიჭიერის" შემდეგ ეტაპზე გადავიდა - მომღერალმა, თავისი ნამღერით ჟიური აღაფრთოვანა (ვიდეო)
2015 წლის ქართული "Xფაქტორის" მონაწილე, მარიამ ივარდავა ამჯერად საკუთარ ძალებს „ნიჭიერის“ გერმანულ ანალოგში Das Supertalent-ში ცდის.
ქართველი მომღერლის ხმამ და შესრულებამ ისევე როგორც 3 წლის წინ ქართული ჟიური, გულგრილი ამჯერად არც გერმანული ჟიური დატოვა და დადებითი შეფასებები მიიღო. მარიამმა 3 კი მიიღო და შემდეგ ეტაპზე გადავიდა.
მარიამი 21 წლისაა და ამჟამად მიუნხენში ცხოვრობს. საკონკურსო სიმღერად ქართველმა მომღერალმა Jessie J-ის „Flashlight“-ი შეარჩია.
კომენტარი