სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინი ბადურაშვილი chiti.ge-ს პასუხობს

ნინი ბადურაშვილი VS chiti.ge, ერთი წლის წინანდელი ხუმრობა თიკო სადუნიშვილმა გააცოცხლა და ინტერნეტგამოცემასა და მომღერალს შორის დაპირისპირება დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ ჩიტიჯიმ ნინი ბადურაშვილს უწიგნურობა დააბრალა. რამდენიმე დღის წინ განახლებული თბილისი ლაივის პირველ გადაცემაში კი თიჯო სადუნიშვილმა ნინის ეს სტატია გაახსენა და კომენტარის გაკეთება სთხოვა. „ბევრი წიგნი მაქვსო წაკითხული“ - განაცხადა ნინიმ და თიკო სადუნიშვილის თხოვნით ერთ-ერთი მათგანი „მთვარის მოტაცება“ დაასახელა. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ კი ჩიტიჯიმ მორიგი სტატია მოამზადა, სადაც საუბარი იყო იმაზე რომ „მთვარის მოტაცება“ ნინის მიერ წაკითხული ერთადერთი წიგნია.

როგორც ჩანს მისი უწიგნურობა წიგნიერების განხილვა ნინისთვის გამაღიზიანებელი გახდა და მომღერალმა ფეისბუქზე საჯარო განმარტება გააკეთა.

„Pრინველი.გე თუ რაღაც ეგეთს გამოვეხმაურები! :))სტატიას ვერ დავარქმევ უფრო უიღბლო იუმორს დავარქმევდი თქვენს წარუმატებელ ნაჯღაბნს;)) ავტორო! ასტრიდ ლინდგრენზე ხარ გაჩერებული გატყობ და ჯობია მართლა ინტელექტი აიმაღლო და ცოტა მეტი დრო დაუთმო სხვა მეტად საინტერესო რაღაცეებს ვიდრე შენი ბოდვა საჯაროდ თავზე მოგვახვიო! ხოლო მას აყოლილლნო თქვენ დაწერეთ რა რას კითხულობთ საინტერესოა...“ - წერს ბადურაშვილი.

Chiti.ge-ს მკითხველმა უკვე წინასწარ იცის, რომ ნინის ამ განცხადებას ორმაგად მწარე და chiti.ge-სთვის ჩვეული ირონიით გაჟღენთილი პასუხი მოყვება, თუმცა როგორც ჩანს ბადურაშვილს მათი არ ეშინია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100