სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამუკა ღლონტმა 65 ათას ქართველს ფეკალიები უწოდა

მამუკა ღლონტმა, დინამო სტადიონზე შეკრებილ ათი ათასობით ადამიანსსაზოგადოებრივი ფეკალიები უწოდა“. „დინამო სტადიონზე დღეს საზოგადოებრივი ფეკალიები შეგროვდებიან. სტადიონი საზოგადოებრივი ჩეჩმის როლს შეასრულებს.

სულ არ მაინტერესებს, ვინ არის მათ შორის დაშინებული და ვინ - მომხრე. რაც არ უნდა სუნელებით შეაზავო, ფეკალია, ფეკალიაა“, - დაწერა „მაესტროს“ „მიუკერძოებელმა“ დამფუძნებელმა ღლონტმა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, დინამო სტადიონზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები იკრიბებიან. მართალია, ჯერ ყრილობა არ დაწყებულა, თუმცა, სტადიონი უკვე თითქმის სავსეა. ხალხის ნაკადი ამ წუთებშიც არ წყდება. სტადიონზე 65 ათასი ადამინი ეტევა.

„პრესა.ჯი“-მ რამდნიმე მათგანს ღლონტის ამ შეურაცხმყოფელი სიტყვების შეფასება სთხოვა. იმის გამო, რომ შეფასებებში, ღლონტის მისამართით, ძირითადად „ცხრასართულიანები“ სჭარბობდა, ციტირებისგან თავს შევიკავებთ.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100