"ბატონო პუტინო, როგორც არ უნდა შეზღუდო, ხალხი მაინც წავა საქართველოში" - უცხოელი დედამთილის პოსტი, რომლის შვილმაც თბილისში იქორწინა
სოციალური ქსელის ახლად შექმნილ ჯგუფში Spend your summer in GEORGIA უცხოელი ქალი საჯარო პოსტს ავრცელებს, რომელსაც 8,5 ათასზე მეტი ემოცია აქვს და ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დრონი.ჯი პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ჩემი შვილი და მისი ლამაზი ქართველი მეუღლე თბილისის იახტ კლუბში 2017 წლის ზაფხულში დაქორწინდნენ. საქართველო მშვენიერი ქვეყანაა და ქართველები მსოფლიოს ყველაზე მეგობრული ადამიანები არიან და ჩვენ ძალიან მივესალმებით. ბატონო პუტინო, როგორც არ უნდა შეზღუდო, ხალხი მაინც წავა საქართველოში და ეს ქვეყანა დაიბრუნებს თავის 20%-ს".
კომენტარი