სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

fashion-week -მა უზბეკეთის პრეზიდენტის ქალიშვილს კოლექციის ჩვენებაზე უარი უთხრა

გადაწყვეტილება fashion-week -მა მას შემდეგ მიიღო, რაც უზბეკეთის პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის ქალიშვილის - გულნარას მიერ შექმნილი კოლექციის დაგეგმილ ჩვენებას საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

Human Rights Watch -მა და სხვა ორგანიზაციებმა მკაცრად მოითხოვეს დაგეგმილი ჩვენების ჩაშლა ან, მინიმუმ, გადადება მაინც, სანამ არ გაირკვეოდა ის პრეტენზიები, რაც ამ ორგანიზაციებს, ზოგადად, უზბეკეთისა და გულნარა ქარიმოვას მიმართ ჰქონდათ.

კერძოდ, Human Rights Watch აცხადებდა, რომ გულნარა ქარიმოვას ტანსაცმლის კოლექციის ჩვენება არ უნდა შემდგარიყო და თუ იგი მაინც შედგებოდა, ეს იქნებოდა მსოფლიო დონეზე იმ კლანების წახალისება, რომლებიც პროდუქციის წარმოებაში არასრულწლოვანთა უკანონო შრომას იყენებენ.

Human Rights Watch-ის განცხადებით, გულნარა ქარიმოვას ტანსაცმლის კოლექციის შექმნის დროს გამოყენებულია ბავშვების შრომა - სწორედ იმ პატარა უზბეკებისა, რომლებსაც ბამბის პლანტაციაში უკანონოდ ამუშავებენ და მოსავლის აღებას აიძულებენ.

ადამიანის უფლებათა დამცველი ცნობილი ორგანიზაცია მიესალმა fashion-week-ის გადაწყვეტილებას და განცხადებაში აღნიშნა, რომ “ზემოთხსენებული გადაწყვეტილება ჩვენების შეცვლის შესახებ მიმართულია უზბეკეთის მთავრობისა და ხელისუფლებისკენ, რომლებმაც უნდა გაიგონ, რომ მათ ქვეყანაში ადამიანების უფლებათა დარღვევა არამხოლოდ უზბეკი ხალხის, მთელი მსოფლიოს პრობლემაა”.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების დაფიქსირების შემდეგ Human Rights Watch-მა უზბეკეთში საკუთარი წარმომადგენლობა დახურა.
რაც შეეხება fashion-week-ის გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც გულნარა ქარიმოვას უარი ეთქვა ნიუ-იორკში უკვე დაგეგმილი ჩვენების მოწყობაზე, ქარიმოვას წარმომადგენლები ამასთან დაკავშირებიტ ჯერაც დაბნეულები არიან და კომენტარს ვერ აკეთებენ.

უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი ამ თანამდებობას 1990 წლის 24 მარტიდან იკავებს და დღემდე შეუცვლელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100