სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლარის კურსის საგანგაშო დაცემა - რა სჭირს ეროვნულ ვალუტას?

ლარის კურსი ბოლო ვაჭრობაზე ლარი დოლარის მიმართ კიდევ 134 პუნქტით დაეცა და ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 დოლარი 1,7196 ლარი ღირს, რაც 2011 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

სავალუტო ჯიხურებში კი, ლარის კურსი კიდევ უფრო გაუფასურებულია. 1 დოლარის ყიდვა 1,7350 ლარად არის შესაძლებელი. დოლარის გაყიდვის შემთხვევაში კი, კურსი 1 დოლარი/ 1,6980 ლარია. ნოემბრიდან დღემდე ლარი დოლარის მიმართ 2,8%-ით, ხოლო წლის დასაწყისიდან 3,4% -ით გაუფასურდა. ლარის გაუფასურება სავალუტო ბაზარზე დოლარზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ეროვნულმა ბანკმა ბაზარს ნოემბერ–დეკემბერში 140 მლნ დოლარი მიაწოდა.
რა ფაქტორები განაპირობებს დოლარზე გაზრდილი მოთხოვნას ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო კონკრეტულ განმარტებებს არ აკეთებენ. ორივე უწყება აცხადებს, რომ ლარის გაუფასურება სეზონურ ფაქტორებს უკავშირდება და ეროვნული ვალუტის კურსის შესანარჩუნებლად ეროვნულ ბანკს შესაბამისი ბერკეტები გააჩნია.

დოლარზე გაზრდილი მოთხოვნა შესაძლოა ქვეყნიდან ინვესტიციების გადინებას უკავშირდებოდეს. ოფიციალური სტატისტიკით, 2013 წლის მესამე კვარტალში ქვეყნიდან 312 მლნ დოლარის გადინება მოხდა, რაც 2011 წლიდან ყველაზე დიდი თანხაა, რაც 1 კვარტალის განმავლობაში საქართველოდან გასულა. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც დოლარზე მოთხოვნას განაპირობებს ომპორტის ზრდაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100