სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ისრაელმა "გრუზია" ისევ სახიფათო ქვეყნების სიაში შეიტანა

ისრაელის ანტიტერორისტულმა შტაბმა საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში დატოვა, სადაც ებრაელებისთვის გამგზავრება სახიფათოა. ამის შესახებ "ისრა.კომ" იუწყება.

“თუ აუცილებლობის შემთხვევაში მაინც გადაწყვეტთ ამ ქვეყნებში ვიზიტს, გირჩევთ მაქსიმალური სიფრთხილე და დაკვირვება გამოიჩინოთ", - ნათქვამია შტაბის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. იგივე რეკომენდაცია გაიცა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებთან დაკავშირებითაც.

განცხადებაში განმარტებულია ისიც, რომ ისრაელი საქართველოს კვლავ "გრუზიად" მოიხსენიებს.

"მართალია საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად ითხოვს, ეომ სახელწოდებად "ჯორჯია" გამოვიყენოთ, თუმცა "გრუზია" ჩვენი აზრით, უკეთ ჟღერს", - განმარტავენ ისრაელის ტერორიზმთან ბრძოლის შტაბში.

აღსანიშნავია, რომ ისრაელმა საქართველო სახიფათო ქვეყნების სიაში რამდენჯერმე შეიყვანა და ამოიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100