ბინაზე პოლიციის მისვლის შემდეგ გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი მე-8 სართულიდან გადავარდა
უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა თბილისში მცხოვრები ლაშა გელანტია, რომელიც ბინაზე გამოძახებული პოლიციელების მოსვლის შემდეგ მერვე სართულიდან სახლის სახურავზე აძრომას გაპარვის მიზნით ცდილობდა.
სავარაუდოდ, პოლიცია ბინაზე მისმა მფლობელმა, თინათინ მჭედლიძემ გამოიძახა, რომელიც, პოლიციის ვერსიით გარდაცვლილ ლაშა გელანტიას მანამდეც არაერთხელ გაუუპატიურებია. თავად მჭედლიძის თქმით, გელანტიამ იგი საძინებელ ოთახში შეათრია და საწოლზე დააგდო, ამ დროს კი კარზე კაკუნი გაისმა:
„მან მითხრა, ჩუმად იყავიო და თვითონ კართან მივიდა. როცა იკითხა, ვინ არისო და უპასუხეს, რომ პოლიციიდან იყვნენ, ის სამზარეულოსკენ გაიქცა“, - ამბობს დაზარალებული.
პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებს კარი თინათინ მჭედლიძემ გაუღო, ხოლო ეჭვმიტანილი ბინაში უკვე აღარ იმყოფებოდა. სამზარეულოდან აივანზე გასულმა პოლიციელებმა დაინახეს, როგორ ცდილობდა სახლის მერვე სართულიდან სახურავზე აძრომას ლაშა გელანტია, რა დროსაც მას ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან გადავარდა. ლაშა გელანტია ადგილზევე გარდაიცვალა.
კომენტარი