სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბარაკ, ეშმაკსაც წაუღიხარ" ვაშინგტონის მეტროს ამშვენებს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა ჯიმ მორანიმ ვაშინგტონის მეტროს ადმინისტრაციას სთხოვა, მოხსნას რეკლამა, რომელიც შეიცავს ფრაზას: "ბარაკ, ეშმაკსაც წაუღიხარ", - ამის შესახებ განცხადება კონგრესმენის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მორანის თქმით, ეს რეკლამა შეუსაბამოა და პრეზიდენტისადმი უპატივცემულობას გამოხატავს. " ყოველდღე ოჯახები, ბავშვები და ათასობით ტურისტი მგზავრობს მეტროპოლიტენით და მათ არ უნდა უყურონ ამ საზიზღრობას", - განაცხადა კონგრესმენმა.

როგორც The Hill-ი აცხადებს, საუბარია ფილმის რეკლამაზე, რომელიც ბარაკ ობამას მიერ გატარებულ ჯანდაცვის რეფორმას აკრიტიკებს.

საქალაქო ტრანსპორტის სამმართველომ, რომელიც პასუხისმგებელია მეტროპოლიტენზე, მორანის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მეტროპოლიტენში განთავსებულ რეკლამას ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი შესწორება იცავს, რომელიც სიტყვისა და პრესის თავისუფლებას ეხება. კონგრესმენმა კი მათ ურჩია, რომ მეტრომ ისე შეცვალოს თავისი წესები, რომ რეკლამებს ლანძღვასთან ადგილი არ ჰქონდეს, - იუწყება ვაშინგტონის რადიოსადგური WTOP-ი.

ცოტა ხნით ადრე, ამერიკის შეერთებული შტატებში რეკლამის შესახებ მსგავსი ინციდენტი უკვე მოხდა. 2010 წელს უმსხვილესმა ამერიკულმა აეროპორტებმა უარი თქვეს რუსულ-ინგლისურენოვანი Russia Today-ის რეკლამის განთავსებაზე. ამ პლაკატებზე გვერდიგვერდ ბარაკ ობამასა და ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის ფოტოები იყო წარწერით: "რომელი წარმოადგენს უფრო დიდ ბირთვულ საფრთხეს?"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100