არჩევნების წინ "ოცნება“ ქვეყანაში სისხლიანი ბანერების ავტორ პოლიტ-ტექნოლოგს აბრუნებს - რისთვის ემზადება ხელისუფლება
გადამწყვეტი არჩევნების წინ "ქართული ოცნება“ ქვეყნაში მოშე კლუგჰაფტს აბრუნებს. პოლიტ ტექნოლოგთან, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს თბილისი სისხლიანი ბანერებით ააჭრელა და არჩევნების დროს სიძლვილის ენას იყენებდა, "ოცნებამ" კონტრაქტი უკვე გააფორმა.
"ხალხის ძალის" წევრის, დაჩი ბერაიას განცხადებით, სისხლიანი ბანერების ავტორის ქვეყანაში დაბრუნება საარჩევნოდ იმისთვის ხდება, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენონ წინა ხელისუფლების სისხლიანი 9 წელი.
სისხლისღვრა მიდიოდა 9 წელი ქვეყანაში და იმაზე არ ღელავთ და რა ბანერებზე მელაპარაკებით. ის ბანერი იყო იმ რეალობის ასახვა, რაც ხდებოდა წლების წინ. სააკაშვილის პერიოდშ პირდაპირ სისხლისღვრა ხდებოდა და კი, ეს უნდა გვახსოვდეს 2024 წლის არჩევნების წინაც. უნდა გავახსენოთ ხალს, რას შვებოდა წინა ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში",- აცხადებს დაჩი ბერაია.
რადიკალური მეთოდების მომხრე მოშე მმართველმა გუნდმა მაშინ დაიქირავა, როდესაც არჩევნების წაგების ზღვარზე იდგა. ახლა, საინტერესოა რას ნიშნავს მისი ისევ საქართველოში გამოჩენა და რისთვის ემზადება "ოცნება".
საქართველოს მოსახელობა "ქართულ ოცნებას" ანდობს სახელმწიფო მართვის სადავეებს უკვე 8 არჩევნების განმავლობაში. ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია ნებისმიერი პოლიტიკური ძალისგან გამოირჩევა, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები, თუ როგორ ვაპირებთ გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქ2ალაქეების ყოველდღიურობა, რა არის ჩვენი მთავარი ამოცანა და რას გვინდა მივაღწიოთ",- აცხადებს "ოცნების" წევრი ირაკლი ჩიქოვანი.
კომენტარი