სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული კინოს ფესტივალი ოდესაში

ოდესაში ქართული კინოს ფესტივალი მიმდინარეობს.ღონისძიება 27 მაისს ზაზა ურუშაძის "მანდარინებით" გაიხსნა, დღეს კი მაყურებელი რეჟისორის კიდევ ორ ფილმს და თინათინ ყაჯრიშვილის "პატარძლებს" იხილავს.ცნობილი ქართველი რეჟისორების ნამუშევრებს ოდესის კინოთეატრში Инотеатр აჩვენებენ.
ჩვენებების სრული განრიგი ასეთია:
27 მაისი

  • "მანდარინები" (ზაზა ურუშაძე)
  • "შემთხვევითი პაემნები" (ლევან კოღუაშვილი)
28 მაისი
  • "პატარძლები" (თინათინ ყაჯრიშვილი)
  • "ბოლო გასეირნება" (ზაზა ურუშაძე)
  • "სამი სახლი" (ზაზა ურუშაძე)
29 მაისი
  • "სიმინდის კუნძული" (გიორგი ოვაშვილი)
  • "გაღმა ნაპირი" (გიორგი ოვაშვილი)
  • "სეზონი" (დათო ბორჩხაძე)

ღონისძიებას ორგანიზებას საქართველოს საელჩო უკრაინაში და საქართველოს საკონსულო ოდესაში უწევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100