თამარ რუხაძემ „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა
ტელეკომპანია "მაესტროს" საინფორმაციო სამსახური თამარ რუხაძემ დატოვა. როგორც primetimenews-ს თამარ რუხაძემ განუცხადა, წასვლის მიზეზებზე მან ვრცლად ისაუბრა. რაც შეეხება იმას, გადადის თუ არა ჟურნალისტი ივანიშვილის ტელევიზიაში, ამ კითხვებზე მას პასუხების გაცემა არ სურს.
"სხვა კითხვები არ არის საჭირო, რომელზეც პასუხი გაცემა იქნებოდა საჭირო", - ამბობს primetimenews-თან თამარ რუხაძე.
შეგახსენებთ, რომ "მაესტროს" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, "მაესტროდან" წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. მისი თქმით, ის საქმიანობას GNS-ში გააგრძელებს.
ამავე დროს, თამარ რუხაძის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარი მამუკა ღლონტმაც გააკეთა:
"ჩვენ შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა, უბრალოდ, თამარმა გადაწყვიტა საგამოძიებო ჟურნალისტიკას დაბრუნებოდა. რაც შეეხება საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ხატია ქვათაძე დაიკავებს ამ ადგილს",-განუცხადა მამუკა ღლონტმა "ჯეონიუსს".
ცნობისათვის, თამარ რუხაძე მუშაობდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერად. ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ კი ნათია ლაზაშვილთან და ნანა ლეჟავასთან ერთად გახდა მისი პოლიტიკური პარტიის წევრი.
კომენტარი